ხატია ბუნიათიშვილის მადლობა „ჭრელ და თბილ თბილისს“ – „თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები“

ხატია ბუნიათიშვილის მადლობა „ჭრელ და თბილ თბილისს“ – „თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები“

ცნობილმა ართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, „შემოდგომის“ თბილისის ფარგლებში, 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის ცენტრში კონცერტი გამართა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, ისევე, როგორც გენერალურმა რეპეტიციამ, როცა ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კარი გაეხსნათ და მათ, ვინც ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო, მიეცათ გენრეპეტიციაზე დასწრების საშუალება.

ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი დიდი სიყვარულისთვის მშობლიურ ქალაქს მადლობა გადაუხადა:

„მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და ვატო კახიძეს, კარგ ადამიანს და ნიჭიერ შემოქმედს, ამ ბედნიერი წუთებისთვის. მადლობა ჩემს მსმენელს მოსმენისთვის, გაგებისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები, შემდეგ შეხვედრამდე.

მიყვარხართ!

ჩემი თბილი და ჭრელი თბილისი“.

(ფოტო)

სიახლეები/

|

September 19, 2018 / 1:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფოტოები: მაკა ზამბახიძემ ჯვარი დაიწერა

მომღერალი მაკა ზამბახიძე გაბედნიერდა. მან და მისმა მეუღლემ დღეს, 20 თებერვალს, ჯვარი დაიწერეს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. წყვილი უკვე დიდი ხანია, ერთად არის და ერთად ცხოვრობენ. ფოტოები სოციალურ ქსელში მომღერალმა, ლიკა დოლიძემ გაავრცელა. მაკამ ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მან თეთრი საპატარძლო კაბაც მოირგო. სიძეს კი თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი აცვია. […]

ვიდეო: მაკა ზამბახიძემ საკუთარ ქორწილში იმღერა

20 თებერვალს მაკა ზამბახიძე თავის დიდი ხნის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით, რასაკვირველია, მათ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეს შესანიშნავი დღე წვეულებით აღნიშნეს, სადაც მთავარი გმირი მაკა ზამბახიძე გახლდათ. მან საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა და მას გვერდი დაუმშვენეს ლელა წურწუმიამ და რატი დურგლიშვილმა. […]

ფოტო: ლიკა რიგვავა „გუჩის“ ჩვენებაზე გამოვიდა

მილანის მოდის კვირეული დაიწყო. ერთ-ერთი ის ჩვენება, რომელსაც მედია განსაკუთრებულად ელოდებოდა, უკვე შედგა. „გუჩიმ“ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ ბრენდის ჩვენებაზე ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა გამოვიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიკა სახელგანთქმულ ბრენდთან თანამშრომლობს. (ფოტო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიგი პიანომენი ხატია ბუნიათიშვილის დასაცავად: „აზრის დაფიქსირება მოსულა, მაგრამ სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ…“

მუსიკოსი გიგი პიანომენი კოლეგას, ხატია ბუნიათიშვილს გამოესარჩლა. როგორც ის წერს, ეს მისი სფეროა და შესაბამისად, აზრს გამოთქვამს ელისო ვირსალაძის მიერ ხატიას კრიტიკაზე. შეგახსენებთ, რომ ელისო ვირსალაძემ რუსულ თოქშოუში ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედებას საშინელება უწოდა. გიგი პიანომენი წერს: „არ შემეძლო ამ საკითხის გვერდის ავლა, ვთვლი, რომ ეს ჩემი სფეროა!!! ყველა ადამიანს აქვს აზრი და შეფასება. ელისო არის […]

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება – „შესანიშნავი თითები, შესანიშნავი კაბა…“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე გადაღებული ვიდეო, რომელიც ავტორიც გახლავთ Tui Jia Jun Shi-Yue. ის წერს, რომ ხატიას „შესანიშნავი თითები აქვს და შესანიშნავი კაბა აცვია“. „როიალის საოცრება“ – ასე ასათაურებს ხატიას უცხოელი თაყვანისმცემელი ვიდეოს. შესრულება კი მართლაც ბრწყინვალეა, როგორც ეს ქართველ მუსიკოსს სჩვევია. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი ანშლაგი პარიზში და აპლოდისმენტების ზღვა ქართველ პიანისტს

პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი აქვეყნებს ვიდეოს საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გამართული ხატია ბუნიათიშვილის კონცერტიდან, სადაც მუსიკოსმა ბეთჰოვენი, როგორც ნიკა წერს, ფენომენალურად შეასრულა. პიანისტი აუდიტორიამ აპლოდისმენტებისთვის უამრავჯერ შეაბრუნა სცენაზე. „სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო დღეს! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა,ფენომენალური შესრულებით!!! აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს,ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა!! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!!!! ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება […]

ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება

28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მასპინძლობს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს, პიანისტს – რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის განსაკუთრებულად ელის ქართველი მსმენელი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თქვენს წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან! დირიჟორი ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია: პ.ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და  ი.სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან “პეტრუშკა” […]

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს 50 000 ადამიანი დაესწრო

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი კვლავ აგრძელებს მსმენელის გაოცებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ახლახან მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ როიანში გამართა. როგორც ვიდეოს თანმხლებ წარწერაშია ნათქვამი, ქართველი მუსიკოსის ამ კონცერტს არც მეტი არც ნაკლები, 50 000 ადამიანი დაესწრო. ხატიამ ყველა მათგანს გულითადი მადლობა გადაუხადა. (ვიდეო)

რეკლამა