ხატია ბუნიათიშვილის მადლობა „ჭრელ და თბილ თბილისს“ – „თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები“

0
1236

ცნობილმა ართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, „შემოდგომის“ თბილისის ფარგლებში, 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის ცენტრში კონცერტი გამართა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, ისევე, როგორც გენერალურმა რეპეტიციამ, როცა ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კარი გაეხსნათ და მათ, ვინც ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო, მიეცათ გენრეპეტიციაზე დასწრების საშუალება.

ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი დიდი სიყვარულისთვის მშობლიურ ქალაქს მადლობა გადაუხადა:

„მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და ვატო კახიძეს, კარგ ადამიანს და ნიჭიერ შემოქმედს, ამ ბედნიერი წუთებისთვის. მადლობა ჩემს მსმენელს მოსმენისთვის, გაგებისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები, შემდეგ შეხვედრამდე.

მიყვარხართ!

ჩემი თბილი და ჭრელი თბილისი“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here