კელვინ ჰარისმა ტეილორ სვიფტისთვის 1.4 მილიონად შეფასებული ბეჭედი იყიდა?!

0
26

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ქორწილისთვის ემზადებიან – სწორედ ამას ღაღადებს დასავლური პრესა და თუკი მათ დავუჯერებთ დიჯეი უკვე ნიშნობის ბეჭდის ძიებაშია.

გამოცემა Hollywood Life-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჰარისი საიუველირო მაღაზიას ესტუმრა ბეჭდის ასარჩევად. “ის ეძებდა საუკეთესო ბეჭედს და საბოლოოდ თვალი 1.4 მილიონად შეფასებულს დაადგა. აშკარაა, მას სურს ყველაფერი სრულყოფილი იყო, ფასს კი მნიშვნელობა არ აქვს“ – აცხადებს წყარო ჟურნალ OK-სთან საუბრისას.

გამოცემების ინფორმაციით ტეილორისა და კელვინის ნისნობის ცერემონია ოქტომბრის ბოლომდე შედგება. მოხვდება თუ არა მომღერლის თითზე 1.4 მილიონიანი ბეჭედი უცნობია, რადგან წყარო არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჰარისმა ზემოთხსენებული, ძვირადღირებული ბეჭედი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კელვინ ჰარისი და 25 წლის ტაილორ სვიფტი ერთმანეთს 2015 წლის Brit Awards-ზე შეხვდნენ. მათი რომანის შესახებ ხმები მიმდინარე წლის თებრვლიდან ვრცელდებოდა, თუმცა მუსიკოსები დიდი ხნის მანძილზე ურთიერთობას ასაიდუმლოებდნენ, თუმცა პაპარაცებმა ისინი მაინც გამოიჭირეს ერთად, ამის შემდეგ კი დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ჟურნალისტებს სიხარულით განუცხადეს, რომ ერთმენეთი უყვარდათ…