კახა მამულაშვილი საახალწლო კონცერტის ორგანიზებით უკმაყოფილოა

კახა მამულაშვილი საახალწლო კონცერტის ორგანიზებით უკმაყოფილოა

საახალწლო კონცერტის გარშემო მომღერლების უკმაყოფილება არ წყდება. გადაწყდა, რომ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ წლევანდელ ღონისძიებაზე, ახალი სიმღერები უნდა შესრულდეს, რომელსაც სპეციალურად შერჩეული მომღერლები იმღერებენ. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლელა წურწუმიას პროდუსერი, კახა მამულაშვილი:

“საახალწლო კონცერტს სჭირდება საახალწლო განწყობა, ამ განწყობას სჭირდება სანახაობა და მაგარი შოუ, ამ შოუს და სანახაობას ქმნიან რეიტინგული მომღერლები, მსახიობები. ამის ორგანიზებას სჭირდება კარგი შემსრულებლების გუნდი, რომლებსაც აქვთ ამის გამოცდილება.

ვერც ოპერა, ვერც იმხელა ორკესტრის (ბენდებს არ ვგულისხმობ, რომელთაც ვერასდროს ვერ ახმოვანებენ, ამ გაყინულ სცენაზე) და ვერც გაუჟღერებელი, უცნობი სიმღერები, ვერ შექმნის ამ სანახაობას.

ყველას წარმატებები, გილოცავთ წინასწარ ახალ წელს!“ – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები/

|

December 7, 2016 / 2:56 pm

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლელა წურწუმია სპორტის სასახლეში 4 ოქტომბერს სოლოკონცერტს აანონსებს

ლელა წურწუმიას ბოლო სოლოკონცერტიდან, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა, ერთი წელი გავიდა. როგორც მისი მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი წერს, 4 ოქტომბერს ლელა ღონისძიებას სპორტის სასახლეში გეგმავს. მასშტაბური შოუსთვის მზადება უკვე დაწყებულია. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება და სიმღერების ახალ ვერსიებს შესთავაზებს. როგორც მამულიჩა წერს, მაყურებელს ძალიან მაგარ შოუს ჰპირდებიან. (ფოტოები)

„ლელააა!..“ – როგორ ეძახიან სრულიად უცნობი ადამიანები ლელა წურწუმიას (ვიდეო)

„სხვა შუაღამის“ წამყვანმა, ლელა წურწუმიამ მაყურებელსა და თანამწამყვანებს პოპულარობის თანმდევი ამბის შესახებ  მოუყვა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის საჭესთან ზის და როცა ზაფხულობით შუშა ჩამოწეული აქვს და ქალაქში გადაადგილდება, ხშირად აქვს შემთხვევა, როცა სრულიად უცნობი ადამიანები ხმამაღლა ეძახიან: ლელაააა!.. მომღერალი ამბობს, რომ ასეთ დროს მის გვერდით ხშირად მჯდარა მეგობარი, რომელსაც ამ ამბის გამო უცნობი ადამიანის დასჯა […]

ლელა წურწუმიას ტელეფონის შესაძენად განვადება არ დაუმტკიცეს – „მკითხეს, სად მუშაობო…“

გადაცემაში „სხვა შუაღამე“ ლელა წურწუმიამ გაამხილა, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტელეფონის განვადებით შეძენა უნდოდა, კრედიტოფიცერმა განვადება არ დაუმტკიცა. ლელა წურწუმია: „ეს რეგულაციები რომ შემოვიდა, ეს არ ვიცოდი. ახალ ამბავს ვყვები. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და განვადებით მეყიდა ტელეფონი. მაღაზიაში უფრო მეტი გამყიდველი იყო, ვიდრე მყიდველი. მიჩვეული ვარ, რომ ყველგან თბილად მხვდებიან. იქაც ასე იყო […]

როგორ უმღერის მამულიჩას შვილიშვილს ლელა წურწუმია (ვიდეო)

2018 წლის აგვისტოში ცნობილი პროდიუსერი, კახა მამულაშვილი, გიივე მამულიჩა, ბაბუა გახდა. მის ვაჟს პირველი ქორწინებიდან, ბიკოლოზს შვილი შეეძინა. მას ალექსანდრე დაარქვეს. ბედნიერი ბაბუა ხშირად აზიარებს უსაყვარლესი ალექსანდრეს ფოტოებს. ახლახან ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც ლელა წურწუმია მეუღლის შვილიშვილს „რა დილა თენდება“-ს უმღერის, პატარა კი მომღერალთან ერთად სასიამოვნოდ ღუღუნებს. (ვიდეო)

8 მარტს ლელა წურწუმია ბათუმში კონცერტს გამართავს

8 მარტს ლელა წურწუმია ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად კონცერტს გამართავს. ლელას დიდი ხანია, ამგვარი ლაივკონცერტები აქვს ბენდთან ერთად, რომლებიც ხშირად იმართება და სრული ანშლაგებით მიმდინარეობს. ამჯერად ლელამ თავად დააანონსა სარვამარტო კონცერტი, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართება. „ტრადიციას არ ვარღვევ, მესამე წელია, ერთად ვხვდებით გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს. ასე რომ გელოდებით დიდი სიყვარულით, შეხვედრამდე“, აღნიშნა ლელამ ვიდეომიმართვაში.

რეკლამა