Jocelyn Brown 7 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს

Jocelyn Brown 7 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს

SOLO და Gaerte  7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებული არტისტის, R&B-ს, ფანკის, სოულისა და გოსპელის შემსრულებლის − Jocelyn Brown-ის კონცერტს.

16 თებერვლიდან ბილეთები მხოლოდ SOLO მომხმარებელთათვის გაიყიდება ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში და ვებგვერდზე www.tkt.ge.

20 თებერვლიდან ბილეთების შეძენა ყველასთვის გახდება შესაძლებელი.

პროექტი ხორციელდება Mgroup-ის მხარდაჭერით.

Jocelyn Brown-მა სასცენო მოღვაწეობა 1970-იან წლებში დაიწყო, გამოცემული აქვს შვიდი ალბომი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Somebody Else’s Guy“, რომელიც რიტმ ენდ ბლუზის სიმღერებს შორის „ბილბორდის“ ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა. მომღერალი კარგად არის ცნობილი საცეკვაო მუსიკის სამყაროში.

სიახლეები/

|

February 19, 2018 / 2:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა