Jessie J „ბლექ სი არენას“ სცენას 6 აგვისტოს დაიკავებს!..

Jessie J „ბლექ სი არენას“ სცენას 6 აგვისტოს დაიკავებს!..

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა“Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ 2 ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნის ათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

ამავე წელს გავრცელებული ალბომის Sweet Talker შემდეგ, არტისტმა რამდენიმეწლიანი პაუზა აიღო და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა შემოქმედებითი გზა. მისთვის გადამწყვეტი პროდიუსერ DJ Camper-თან შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანელ არტისტს რიგით მეოთხე სტუდიური ალბომის, R.O.S.E.-ს ჩაწერაში დაეხმარა . 4 ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარი მთლიანად Jessie J-ს ტექსტების მიხედვით შეიქმნა, რამაც არტისტს საშუალება მისცა, ალბომი პერსონალურ განაცხადად და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოდ ექცია.

ალბომისთვის მიძღვნილი ტურნეს პერიოდში კი ჩაიწერა მორიგი კრებული This Christmas Day, რომლის დასრულებასაც სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც. Jessie J-ს ცოცხალი შესრულება ხშირ შემთხვევაში არათუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც მის სტუდიურ ჩანაწერებს. არტისტების ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული ბრიტანელი შემსრულებლის კონცერტზე მოხვედრა მელომანებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ბილეთები გაიყიდება 8 მაისიდან, საღამოს რვა საათიდან საიტებზე: www.tkt.ge, www.eventer.ge

 

სიახლეები/

|

May 7, 2019 / 1:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა. აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, […]

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს. ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

ჯესი ჯეიმ „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა

ჯესი ჯეიმ გურამ მურადოვის მიერ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ ახლახან გააზიარა. თავად ფოტოგრაფი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა და „ფეისბუქზე“ გაგვიზიარა. ჯესიმ გურამს პირადად გადაუხადა მადლობა და პოსტზე მონიშნა: „ეს ფოტო შემიყვარდა!.. დიდი მადლობა გურამ მურადოვს. გამოვიყურები, როგორც ორი ცალი მაშა“.   View this post on Instagram   I LOVE THIS PICTURE | […]

რეკლამა