ივანა მელაიმ ვარსკვლავური დაბადების დღე გადაიხადა

0
3029

მომღერალი ივანა მელაი 30 წლის გახდა. მისი იუბილე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მომღერალმა  დაბადების დღე  რესტორან “მეტეხის ჩრდილში” აღნიშნა  და ნამდვილი ვარსკვლავური თავშეყრა მოაწყო.  ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები მეუღლეებთან ერთად, რომლებმაც იუბილარს, ულამაზესი თაიგულები მიართვეს. წვეულებაზე ასევე უცხოელი სტუმრებიც იყვნენ. დაბადების დღეზე პატარა ელიზაბეტ-ნატალიც იმყოფებოდა, რომლის გართობაზეც ბებიები ზრუნავდნენ.  ივანას ულამაზესი კაბა ამშვენებდა.  უკრაინელ ვარსკვლავს დაბადების დღე, ქართველმა მომღერლებმა სიმღერით მიულოცეს, ბოლოს კი გურამ ლომიძე და ივანა მელაი სტუმრების წინაშე სიმღერით, დუეტში წარსდგნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here