“იქს ფაქტორმა“ სოფო საჟინიანს სიყვარული აპოვნინა

“იქს ფაქტორმა“ სოფო საჟინიანს სიყვარული აპოვნინა

22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ “იქს ფაქტორში“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში, ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა. მისი გამოსვლა 45 000 ადამიანმა ნახა. ახალგაზრდა მომღერალმა ბედი „იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადა, თუმცა სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ პროექტში ვეღარ მოხვდა. “მიუზიკ ბოქსი“ სოფო საჟინიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

– სოფო, თქვენმა გამოსვლამ, ინტერნეტში ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა, ელოდით ასეთ ინტერესს თქვენს მიმართ?

– გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ასეთ ინტერესს ნამდვილად არ ველოდი. ყველა ამ ადამიანს მადლობას ვუხდი. ეს არის ჩემთვის დამატებითი სტიმული, მსმენელს ვაჩვენო რა შემიძლია.

– თქვენი აზრით, რამ მოხიბლა მაყურებელი, თქვენმა სიმღერამ თუ გარეგნობამ?

– ჰოლივუდური გარეგნობა ნამდვილად არ მაქვს, ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, ვფიქრობ სიმღერამ და გარეგნობამ, ერთდროულად მოახდინა მსმენელზე შთაბეჭდილება და ამიტომაც გაუჩნდა ინტერესი ამდენ ადამიანს. არ მინდა ხალხის ყურადღება მხოლოდ გარეგნობით მივიქციო, მინდა სიმღერით დავამახსოვრო თავი.

– “იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადეთ ბედი, მაგრამ მაშინ სულ სხვა იმიჯით წასდექით მაყურებლის წინაშე, ხშირად იცვლით იმიჯს?

– არ მიყვარს ერთფეროვნება და ამიტომაც ვიცვლი იმიჯს ხშირად.

– მაშინ, სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით სკამების ტური ვერ გადალახეთ, თქვენი აზრით სწორი იყო მისი გადაწყვეტილება?

– მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ ვფიქრობ ისე. “იქს ფაქტორი“ მხოლოდ ვოკალური პროექტი არ არის, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მე მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი, ალბათ სოფომ ამაზე იფიქრა და ამიტომაც ვერ მოვხვდი საბოლოოდ პროექტში.

– თუმცა მაშინ, “იქს ფაქტორში” თქვენი გამოჩენა, პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახა…

– ასე გამოდის. მოგესხენებათ, ქართველ ემიგრანტებს აქვთ ქართული არხები, სწორედ ტელევიზიით მნახა ჩემმა შეყვარებულა პირველად, სოციალურ ქსელში დამამატა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. არ მინდა ჩვენი ურთიერთობის საჯაროდ აფიშირება, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან მიდგას გვერდით.

სიახლეები/

|

April 26, 2017 / 1:38 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

გიორგი გაბუნია “იქს ფაქტორში” ცრემლებად დაიღვარა (ვიდეო)

გუშინ “იქს ფაქტორში” აუთსაიდერებს შორის გიორგი გაბუნიას ორი კონკუსანტი, გრიგოლ ყიფშიძე და თამარ ედილაშვილი დადგნენ. ამან გიორგი ისეთ ხასიათზე დააყენა, რომ უარი თქვა, გამოეყო რომელიმე მათგანი. მენტორმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლებად დაიღვარა. ტიროდნენ ასევე მენტორები და წამყვანებიც. გიორგიმ გადაწყვეტილება სხვა მენტორებს გადააბარა. ლელა წურწუმიამ თავისი ხმა გრიგოლს მისცა, ასევე სტეფანემ, ხოლო სოფო ნიჟარაძემ – […]

„იქს ფაქტორი“ „ოქროს ტალღაზე“ სოფო ნიჟარაძისა და სტეფანეს გამარჯვებას აღნიშნავს

მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]

რა ვიდეო გამოუქვეყნა ეკუნა ყანჩაველმა სოფო საჟინიანს?

“იქს ფაქტორის” კონკურსანტი, სოფო საჟინიანი, გუშინდელ ლაივ–კონცერტზე სექსუალურად ჩაცმული გამოვიდა. ინსტაგრამ ვარსკვლავმა ეკუნა ყანჩაველმა პროექტის ოფიციალურ გვერდზე, ვიდეო გამოაქვეყნა. სადაც მომღერალი ეკუნას სიმღერაზე ერთობა. ვიდეოს უამრავი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. “საერთოდ არ უნდა იყოს ეს გოგო პროექტში”, “უგემოვნების ზეიმია ეს გოგო თავიდან ფეხებამდე”, “ხალხო რა შურიანები ხართ”, “არ ვამბობ, რომ ლამაზი ვარ, ან ვინმეს რამით ვჯობივარ, […]

“ალბათ ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა პროექტის ყურება ” – რას წერს მერაბ ამზოევი

“იქს ფაქტორის” მეორე ლაივ-კონცერტს მერაბ ამზოევი გამოეთიშა. ის აუტსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდა. საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიამ მიიღო და პროექტი მერაბ ამზოევის გარეშე დარჩა. მომღერალმა გვიან ღამით, ბოლო ლაივ-კონცერტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კონკურსი ჩემთვის დასრულდა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. “პირველად ვწერ კომენტარს უბრალოდ არ შემეძლო 🙂 არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სოფო […]

რეკლამა