ინგა გრიგოლიას დაკარგული ჩანთა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს

0
2148

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ჩანთა დაეკარგა, სადაც ყველა საჭირო ნივთი, საბუთები და ფული ედო. ამის შესახებ მან სოცუალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ტელესახე წერდა:

„დავკარგე ჩანთა, საბუთებით, ფულით, ყველა საჭირო ნივთით. ჰოდა, დავრჩი ასე ცარიელ-ტარიელი (((( თუ ვინმე იპოვის, საბუთებიც ძალიან მჭირდება და ფულიც და ეგებ, გამიხსენოთ“

რამდენიმე წუთში ინგამ სხვა სტატუსი გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ტელეწამყვანს ჩანთა დაუბრუნეს. ინგამ პოპულარობა დააფასა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ცნობადობა კარგი რამ არის.

„ვიპოვე ჩანთა!!! უცებ ვიღაც ტიპი მოვარდა, ვაიმე, ძირს დაგდებული ვნახე ეს ჩანთაო, დამიგდო და გაიქცა. საბუთები ვნახეო. ყველაფერი ხელუხლებლად დამიბრუნა… პირველად ვისარგებლე ჩემი სახელით და გვარით. არ ყოფილა ცუდი ცნობადობა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here