ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის ამბით ჟურნალი „სარკე“ დაინტერესდა. როგორც მსახიობები გამოცემასთან აღნიშნავენ, ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი აქვთ. ილოსაც და ანისაც აქვთ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ილო მეუღლეს, ნელიკო აგირბას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ხოლო ანი ბებია ქმარს, კახა ხუციშვილს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში ილო გამოჩნდა…

ანი:

რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. როცა პირველი ფოტო სოციალურ ქსელში დავდეთ, არაფერი ეტყობოდა, თუ ჩვენ შორის რამე ხდებოდა, მაგრამ მაშინვე მოჰყვა ერთი ამბავი, რომ საუკეთესო წყვილი ვართ. არადა, მაშინ ჩვენს ურთიერთობაში ბევრი რამ არ იყო გარკვეული. სანამ თვითონ გავერკვეოდით, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, ეს ჩვენ მაგივრად ინტერნეტგამოცემებმა გააკეთეს.

ყველაფერში როცა გავერკვიეთ, ამის აფიშირების სურვილი არ გაგვიჩნდა, რადგან ისედაც დიდი დოზით ერეოდა საზოგადოება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი საჯარო გახდა. ილოს დაბადების დღეზე, როცა ბახვამ გადაგვიღო ვიდეო, სადაც ილო მკოცნის, ამის შემდეგ უკვე ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი.

როგროც წყვილი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო.

ანი:

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.

როგროც ილო ბეროშვილი ამბობს, ანი სულ ეყვარება:

„ანი ახლა როგორც მეყვარება, ისე მეყვარება სულ გინდა,დ აქორწინებულები ვიყოთ და გინდა – არა. იმდენად ჩემი მეორე ნახევარია, რომ ორი საათით როცა ვერ ვხედავ, თავს ხეიბრად ვგრძნობ“.

სრული ინტერვიუ „სარკის“ დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

რაც შეეხება წყვილის ერთობლივ ფოტოებს, ის ჟურნალმა „Hello!“-მ გამოაქვეყნა, სადაც ასევე ნახავთ სტატიას ანისა და ილოს შესახებ.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

February 6, 2019 / 1:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა საკუთარი დაქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყვეს

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ბოლო პერიოდია, ერთად არიან. შეყვარებულები გრძნობებს აღარ მალავენ. ისინი ერთად გადაღებულ ან ერთმანეთის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ანი ბებია მაყურებლისთვის სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა ცნობილი, ხოლო შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ითამაშა აფთიაქის თანამშრომლის როლი. მისი პერსონაჟით ილო ბეროშვილის გმირი, შავლეგო მადლიანი დაინტერესდა, თუმცა მათი სასიყვარულო ხაზი […]

ილო ბეროშვილი პატრიარქს შეხვდა

მას შემდეგ, რაც "იმედზე“ სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, "ილო ბეროშვილის შოუც“ დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა. ამბობს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დატკბა შვილებთან ურთიერთობით, შეხვდა პატრიარქს და ბევრი რამ გადააფასა, ამის შესახებ ილომ ჟურნალ "გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას ქმრის როლზე

ილო ბეროშვილმა ინტერვიუ „თბილისელებს“ მისცა, სადაც თავისი შოუს დახურვაზე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობაზე და სხვა თემებზე საუბრობს. მისი თქმით, „ილო ბეროშვილის შოუ“ არ დახურულა, უბრალოდ, პროექტი დასრულდა და ახლა რეორგანიზაცია მიდის. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, იქ მონაწილეობა იუმორისტს მეზობელმა შესთავაზა, რომელიც „ფორმულა კრეატივში“ მუშაობს. „ვიყავი ქასთინგზე. გაგრძელდა სულ რაღაც ათი წუთი, ჩავწერე და ერთ […]

“ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა

დღეს დილით ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა ტელეიმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მიუზიკ ბოქსი“ ილო ბეროშვილის შოუს პროდუსერს, გიორგი ჯავახაძეს დაუკავშირდა:

ილო ბეროშვილმა ჯანეტ ქერდიყოშვილს ხელი სთხოვა

ილო ბეროშვილმა ჯანეტ ქერდიყოშვილს ხელი სთხოვა - სოციალურ ქსელში ამის შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ხუმრობაა. დღეს, გადაცამა “იმედის დილაში“ მის სამყაროს შესახებ სიუჟეტი იქნა ნაჩვენები, რომელშიც ქართველი კონკურსანტის, ჯანეტ ქერიყოშვილის გამოსვლის კოლაჟი იყო წარმოდგენილი.

რეკლამა