ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

0
2391

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის ამბით ჟურნალი „სარკე“ დაინტერესდა. როგორც მსახიობები გამოცემასთან აღნიშნავენ, ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი აქვთ. ილოსაც და ანისაც აქვთ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ილო მეუღლეს, ნელიკო აგირბას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ხოლო ანი ბებია ქმარს, კახა ხუციშვილს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში ილო გამოჩნდა…

ანი:

რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. როცა პირველი ფოტო სოციალურ ქსელში დავდეთ, არაფერი ეტყობოდა, თუ ჩვენ შორის რამე ხდებოდა, მაგრამ მაშინვე მოჰყვა ერთი ამბავი, რომ საუკეთესო წყვილი ვართ. არადა, მაშინ ჩვენს ურთიერთობაში ბევრი რამ არ იყო გარკვეული. სანამ თვითონ გავერკვეოდით, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, ეს ჩვენ მაგივრად ინტერნეტგამოცემებმა გააკეთეს.

ყველაფერში როცა გავერკვიეთ, ამის აფიშირების სურვილი არ გაგვიჩნდა, რადგან ისედაც დიდი დოზით ერეოდა საზოგადოება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი საჯარო გახდა. ილოს დაბადების დღეზე, როცა ბახვამ გადაგვიღო ვიდეო, სადაც ილო მკოცნის, ამის შემდეგ უკვე ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი.

როგროც წყვილი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო.

ანი:

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.

როგროც ილო ბეროშვილი ამბობს, ანი სულ ეყვარება:

„ანი ახლა როგორც მეყვარება, ისე მეყვარება სულ გინდა,დ აქორწინებულები ვიყოთ და გინდა – არა. იმდენად ჩემი მეორე ნახევარია, რომ ორი საათით როცა ვერ ვხედავ, თავს ხეიბრად ვგრძნობ“.

სრული ინტერვიუ „სარკის“ დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

რაც შეეხება წყვილის ერთობლივ ფოტოებს, ის ჟურნალმა „Hello!“-მ გამოაქვეყნა, სადაც ასევე ნახავთ სტატიას ანისა და ილოს შესახებ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here