ია ფარულავა: „ირაკლი ნოზაძის გადაცემა არ გავა ეთერში, ეს გუნდის გადაწყვეტილებაა და არა არხის“

ია ფარულავა: „ირაკლი ნოზაძის გადაცემა არ გავა ეთერში, ეს გუნდის გადაწყვეტილებაა და არა არხის“

ია ფარულავამ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ „უქჩის ბჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მონაწილეობით „ფარული კონვერტი“, სადაც მომღერალმა 5900 ლარი მოიგო, ეთერში არ გავა.

ია წერს:

„ირაკლი ნოზაძე (პიკასოს) გადაცემა არ გავა ეთერში – ეს არის პირადად გუნდის გადაწყვეტილება და არა არხის.

მან თავისი საქციელით ჩირქი მოსცხო არა მარტო „ფარული კონვერტის“ შემოქმედებით გუნდს, არამედ მთელს ტელევიზიას, თითქოსდა ჩვენ ის დავბლოკეთ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო, ეს იყო სუფთად პოლიტიკური პროვოკაცია და არხისთვის მიზანმიმართული დარტყმა, არა მარტო მისი მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვის რეკლამაშიც ის მონაწილეობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემოქმედებითი გუნდი იტოვებს უფლებას, რომ ეს კონკრეტული გადაცემა ირაკლი ნოზაძე (პიკასოს მონაწილეობით) საერთოდ მოხსნას საეთერო ბადიდან, რადგან არხისთვის ზიანის მიყენებაზე ჩვენ ვართ პრინციპულები და ყოველთვის გვექნება მკაცრი გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო „რუსთავი 2“-მა „ფარულ კონვერტში“ მისი გამოსვლისთვის თანხა არ გადაიხადა და გადაცემა ეთერიდან მოხსნა.

ირაკლი წერდა:

„როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა!

კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…

ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის პროექტ „ფარულ კონვერტში“ 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო!

ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი „რუსთავი 2“-ელებმა გაინაწილონ!“

(ფოტოები)

სიახლეები/

|

October 29, 2018 / 12:53 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ქუჩის ბიჭების“ ირაკლი ნოზაძე შვილს ელოდება

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე მალე კვლავ გახდება მამა. ის და მისი მესამე მეუღლე, ია დუდაშვილი, მეორე შვილს ელოდებიან. მათ გოგონა ჰყავთ, ნიაკო, ახლა კი ბიჭის მშობლები გახდებიან. როგორც ია სოციალურ ქსელში წერს: „სახელი მომაფიქრებინეთ ნიაკოსაც რომ მოუხდეს და ძალიან გავრცელებული არ იყოს მგონი დროზე ადრე უნდა თავის დაიკოს ნახვა წესით 20აპრილიდან ველოდებით, მაგრამ…“ (ფოტოები)

ია ფარულავა „ფარულ კონვერტში“ უცნაური თავსაბურავით გამოჩნდება

ია ფარულავა საკუთარი გადაცემის „ფარული კონვერტის“ სტუმარია და საკუტარი ცხოვრებიდან საინტერესო ეპოზიდების შესახებ ჰყვება. გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა, სადაც მსახიობს უცნაური ბრჭყვიალა თავსაბურავი უკეთია და ის საუბრობს. როგორც ჩანს, მან რამდენიმე ცნობილი სახე შეარჩია, რომლებსაც საკუთარ ამბებს გულწრფელად უყვება. (ვიდეო)

ია ფარულავას იშვიათი ფოტოები, რომლებიც 99-იან წლებში ლოს ანჯელესშია გადაღებული

ია ფარულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 1993 წლით არის დათარიღებული. ისინი ლოს ანჯელესშია გადაღებული, ეროგორც ჩანს, იმ პერიოდში, როდესაც მსახიობი იქ ცხოვრობდა… ერთ-ერთმა მეგობარმა იას ასეთი კომენტარი დაუწერა: „საბურთალოს ქუჩაზე გამოდიოდი ხოლმე, გაჩერებაზე, არ მახსოვს წელი, 80-იანებში, სტუდენტი იყავი ალბათ, შავი დაწნული თმა გქონდა, კუდი… მეც იქ გამოვდიოდი. გიყურებდი და ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტა ვინაა, […]

ია ფარულავა: „არავის ვურჩევ იმის ვიზუალიზაციას, რომ ვიღაც კაცი წამოვიდეს თავისი ცოლისგან და მასთან მივიდეს…“

ია ფარულავა პირადი გამოცდილების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლებს არ აკვირდება – „ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო ესეც არის. ყურადღებას არ ვაქცევ, რომელი წელი გავიარე და უკან რამდენი წელი მოვიტოვე…“ მსახიობი ასევე გვიმხელს, როგორ უნდა ავისრულოთ ოცნებები: „ოცნებების ასრულებას ყველაზე მაგრად ვიზუალიზაცია ახდენს. როცა რაღაც ძალიან გინდა და ეს რაღაც არის ნორმის ფარგლებში, აუცილებლად […]

ია ფარულავას „გუჩის“ 1800 დოლარიანი ბოტასები აცვია (ფოტო)

ია ფარულავა ბრენდების სიყვარულითაა ცნობილი. მისი ფილოსოფია ტანსაცმელთან დაკავშირებით არის ასეთი, სურს, ჰქონდეს ერთი, მაგრამ საუკეთესო და მისი გარდერობიც სწორედ ამ ნიშნითაა დაკომპლექტებული, სამოსით დაწყებული, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით დასრულებული ტელეწამყვანსა და მსახიობს მხოლოდ საუკეთესო აქვს. ნინა წკრიალაშვილთან ინტერვიუზე ია ფარულავას გუჩის ფერადი ზედა ეცვა. ახლახან კი მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეგობრებთან ერთად არის გადაღებული, კახეთის […]

რეკლამა