„ცეკვავენ ვარსკვლავები“ დღეს ეთერში არ გავა

0
1733

„გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს, 22:00 საათზე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნაცვლად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა გადაცემის „პირისპირ“ სპეციალური გამოშვება.

„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ 5 ნოემბრიდან, ჩვეულებისამებრ, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე იხილავთ“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პროექტის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

როგორც ცნობილი იყო, მთელი წინა კვირის განმავლობაში არც ერთი რეპეტიცია არ მიმდინარეობდა სულ სხვა მიზეზით, იმ კონფლიქტის გამო, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ მომუშავე პროექტის თანამშრომლებს ჰქონდათ არხის ხელმძღვანელობასთან და ჟიურისთან მიმართებაში. ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებაში არა მხოლოდ თანამშრომლებმა, რომელთა ნაწილიც გაათავისუფლეს, არამედ მონაწილეებმაც განაცხადეს, რომ თუკი არსებული პრობლემები არ მოგვარდებოდა, ისინი პროექტს დატოვებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები და შეთანხმდნენ თუ არა არხის ხელმძღვანელობასთან მონაწილეები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here