Hungry Music-ის არტისტები საქართველოს სრული შემადგენლობით პირველად Freedom Music-ზე ეწვევიან

Hungry Music-ის არტისტები საქართველოს სრული შემადგენლობით პირველად Freedom Music-ზე ეწვევიან

10 ნოემბერს საერთაშორისო ბრენდი Freedom Music კინოსტუდია “ქართული ფილმის” მე-5 და მე-6 პავილიონებში ფრანგული ლეიბლის არტისტებს Worakls, Juachim Pastor, N’to, Stereoclip უმასპინძლებს.

ერთდღიანი ღონისძიება 2 პარალელურ სცენაზე გაიმართება: #Freedom და #Getconnected სცენებზე. ფრანგული ლეიბლის არტისტებთან ერთად დაუკრავენ ქართველი დიჯეი-პროდიუსერები: Generali Minerali, WYLTI, Endorphins, Sinoptik Music, Tade, და Nody-GE.

ლეიბლის Hungry Music ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც Worakls-მა და N’to-მ მისი შექმნა გადაწყვიტეს. მალევე მათ Joachim pastor შეუერთდა. პირველივე წელს ლეიბლზე 6 სხვადასხვა EP გამოიცა, პოპულარობა კი ეიფორიულმა და მელოდიურმა ჟღერადობებმა მოუტანა, რომელშიც დიდ როლს აკუსტიკური გიტარის, ფორტეპიანოს და ატმოსფერული ხმების სინთეზი თამაშობს.

საერთაშორისო ბრენდი Freedom Music ქართულ მუსიკალურ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსმენელს სხვადასხვა დიდ პავილიპავილიონსაონებსა თუ warehouse-ში  მასშტაბური ანდერგრაუნდ ღონისძიებების სერია შესთავაზა. 10-ნოემბერს Freedom Music მსმენელებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

სიახლეები/

|

November 10, 2017 / 12:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

25 მაისს „სფეისჰოლი“ ბერლინურ ტექნოსაღამოს მასპინძლობს

MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH. MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ზვიად გამსახურდიას შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულმა ფილმმა პრემიერამდეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)

23 ნოემბრიდან კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი გამოდის. „ხიბულა“ დრამაა, რომელიც ზვიად გამსახურდიის სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს. მართალია, კინორეჟისორი ამბობს, რომ ეს არ არის ავტობიოგრაფია და მხოლოდ მისი ვერსიაა პრეზიდენტის დევნილობის ბოლო დღეებსა და მის აღსასრულზე, ის ასევე აღნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს შეხვდა და ერთსა და იმავე ადგილას მყოფთაგანაც კი განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა ზვიად გამსახურდიას […]

რეკლამა