გურამ შეროზია სოფო ბედიას მედროვეს უწოდებს

0
3481

ბლოგერმა გურამ შეროზიამ, მომღერალ სოფო ბედიას, ახალგაზრდა გურანდა გაბუნია და მედროვე უწოდა. შეროზიას გაღიზიანება, სოფო ბედიას იმ ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც ის ხმამაღლა აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. “ოჰ, გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ” და დაიწყო ქვეძრომები, მეორე ტურის პასუხებს დალოდებოდი მაინც, რავიცი, იქნებ ირმასთვისაც არ იყოს სიმღერა ურიგო, ახალგაზრდა გურანდა და ჩვენი დროის მედროვე”.

რამ გააღიზიანა გურამ შეროზია? ამის გასარკვევად “MusicBox” ბლოგერს დაუკავშვირდა.

– გურამ, რატომ შეადარეთ სოფო ბედია გურანდა გაბუნიას?

– ორივე მეხოტბეა მმართველი პარტიის და ცოტა არ იყოს და გამაღიზიანა ამ ფანატიკურმა თაყვანისცემამ. ზოგადად ასე ვარ, განსაკუთრებით როცა სტატია ხმების დათვლის და გამარჯვებული პარტიის დაზუსტების შემდეგ დაიდო. ნუ სოფო ბედიას თუ უნდა ტრამპისთვის ან პუტინისთვისაც შეუძლია იმღეროს (ზოგადი შედარებაა, ოცნებასთან არ ვავლებ პარალელს) და ეს მისი გადასაწყვეტია, ისევე როგორც ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი.

– გაღიზიანდებოდნენ მისი თაყვანისმცემლები, სოფოს ქმარი ხომ არ გამოეხმაურა თქვენს სტატუსს?

– იმედია ასე სტატუს სტატუს არ დარბიან მისი დამცველები, თან შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, გურანდასთან შედარება მგონი არ არის გინების ტოლფასი. ყველამ იცის, რომ აპოლიტიკური ვარ. თუ ვინმეს ისე დაუბნელდება გონება, რომ ამ სტატუსიდან ჩემ ნაცობას დაასკვნის – ე.ი. არც ღირს მათი აზრისთვის ყურადღების მიქცევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here