გიორგი კელაპტრიშვილი: „გოგოსთან ურთიერთობაში დისერტაციას დავიცავ…“

0
1376

გიორგი კელაპტრიშვილმა „პროფილში“ თავისი წარსული სასიყვარულო ამბავი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ გოგონასთან ერთად იმდენი რამე გამოიარა, რომ ძალიან კრიტიკული გახდა და ბევრი რამ გადააფასა. ამჟამად „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული შეყვარებული არ არის.

გიორგი:

მყვარებია… დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი, შესაბამისად, ახლა რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები მაქვს სიყვარულის მიმართ. ის, ალბათ, ჩემი ცხოვრების გამოცდა იყო. ბევრი რამ ვისწავლე. ვამბობ ხოლმე, რომ გოგოსთან ურთიერთობაში დისერტაციას დავიცავ, იმდენი რამ გამოვიარე იმ ადამიანთან ერთად. გადავაფასე რაღაცები. მივხვდი, რა ღირს, რა არ ღირს და მე მგონი, კარგ აზრზე დავდექი, ოღონდ ქალთან მიმართებაში ახლა კრიტკულად ვაფასებ ნიუანსებს. შიშით არ მეშინია, მაგრამ თავს ვარიდებ რაღაც მომენტებს და არც მქონია, რომ ვიღაც დავინახე და გულში ჩამივარდა. ვცდილობ, არ მივუშვა ჩემს გულამდე ახლოს. შეიძლება, აღარ მინდა, თავი ავიტკიო. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here