გიორგი ბოჭორიშვილი: „არ მინდა, ზაზას მიმართ სიმპათია გამიჩნდეს!..“

გიორგი ბოჭორიშვილი: „არ მინდა, ზაზას მიმართ სიმპათია გამიჩნდეს!..“

გიორგი ბოჭორიშვილი რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა თათა სადრაძის გადაცემაში მონაწილეობისთვის. Fortuna.ge-მ დრო იხელთა და მსახიობთან, რომელიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია „ჩცდ“-ში შესრულებული ზაზას როლით, ინტერვიუ ჩაწერა.

სოსო ხვედელიძესთან ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, როგორ რეალისტურად აღიქვამს „ჩცდ“-ს პერონაჟებს, ალბათ, შენ, როგორც სერიალის დიდი ხნის მონაწილემ, ეს ყველაზე კარგად იცი…

გიორგი ბოჭორიშვილი:

იმდენი ხანია, ეს გრძელდება… უბრალოდ, ეს გმირი მაყურებელს ასეთ განსაცდელში არ უნახავს. არ ვიცი, რა მიზეზია, მაგრამ პერსონაჟსა და მსახიობს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ალბათ, ფილოსოფიური ახსნაც ექნება და ფსიქოლოგიურიც.

რას გეუბნებიან პირადად ამაზე და კომენტარებს თუ ეცნობი?

სხვათა შორის, ვკითხულობ, რადგან მაინტერესებს. ადრეც ვკითხულობდი და ამის გადალახვა მიწევდა. ზაზა ცოტა უხეში, ფსიქოლოგიურად მოძალადე იყო, ხშირად, გმირიდან გამომდინარე, ძალიან მაგრად მლანძღავდნენ მე, პირადად. ვკითხულობდი, რომ ეს გადამელახა, როგორც შხამს ეჩვევი (იღიმის). მაყურებლის ნაწილისთვის არსებობს ის გმირი და არა შენ. თუკი სხვაგან ჰყავხარ ნანახი, ალბათ, ნაკლებადაა ასეთი დამოკიდებულება.

როცა მე ფილმს ვუყურებ, მსახიობზე შეიძლება ვთქვა, რომ კარგად ითამაშა ან კარგი სცენაა. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი სხვანაირად უყურებს. რა ვიცი, ესეც გასაგებია ჩვენს ქვეყანაში (იღიმის).

ფინალურ სერიას შევხოთ. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ზაზას ბოლო მესიჯი არ უნდა მიეწერა ქეთისთვის. შენ როგორი განვითარება გინდოდა?

არანაირი განვითარება არ მინდოდა. როგორც განვითარდა, ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო იყო. ზაზასთვის, როგორც პერსონაჟისთვის, მნიშვნელოვანი გარდატეხაა, შესრულების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის – საინტერესო.

როგორც მაყურებელმა, როგორი დასკვნა გამოიტანე?

როგორც მაყურებელმა?! არ გამომაქვს დასკვნები. სერიალს ვუყურებ, მაგრამ არა როგორც მაყურებელი, უფრო პროფესიული კუთხით – ეს სცენა კარგი იყო, ეს სცენა – ცუდი და ა.შ.

ფიქრობ, რომ რომელიმე სცენას უკეთესად ითამაშებდი?

ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე გაკეთებულია. რაც უნდა გავაკეთო, დაუკმაყოფილებლობის განცდა სულ მაქვს. ამ შემთხვევაში უკმაყოფილო არ ვარ, რადგან მაყურებლამდე მივიდა ემოცია და დამაჯერებელი იყო.

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

February 1, 2019 / 6:40 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რადიო „ფორტუნა“ „ჩემი ცოლის დაქალების“ ობიექტივში (ვიდეო)

რადიო „ფორტუნა“ პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ობიექტივში მოხვდა. ბიზნესმენ თენგო მაზიაშვილს ყოფილი მეგობრისა და თანამოაზრის, ბაქარ ორჯონიკიძის შესახებ ბევრი აქვს სათქმელი და ცოლის რჩევით, რადიოგადაცემას ესტუმრება, რადგან ახლად წამოჩიტულ პოლიტიკოსს წარსული შეახსენოს. ის რადიო „ფორტუნას“ ესტუმრება ინტერვიუსთვის. ჟურნალისტის როლს სერიალში რადიოჰოლდინფ „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსი და ასევე გადაცემა „არტ ფმ“-ის წამყვანი, თათა სადრაძე განასახიერებს.

„ჩცდ“ და სექსის ფარული ჩანაწერები – „ამ სერიის ნახვის გამოც არ დაგვიჭირონ…“

ნინო კასრაძე სერიალს დაუბრუნდა. მისი პერსონაჟი მაკა „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ კვლავ საინტერესო პერსონაჟი გახდა. ნინო კასრაძის, ანუ როგორც სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „ღმერთივით ქალის“ დაბრუნებას მაყურებელი დადებითი კომენტარებით შეხვდა. მაკას ხაზით სერიალში ამ ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური თემის, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემა წამოწიეს წინ. მას შემდეგ, რაც მაკა ერთ-ერთი გავლენიანი კაცის მხატვარ […]

„ღარიბაშვილის, ზიდანის თუ ცოტაშვილის დაბრუნება?“ – „ჩცდ“-ს რეიტინგული პერსონაჟი შეუერთდა

როგორც „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი დაგვპირდა, სერიალში ძველი პერსონაჟი დაბრუნდა, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. ეს გახლდავთ ცოტნე ცოტაშვილი, რომელსაც გიორგი ბახუტაშვილი განასახიერებს. დიდი ხანია, მისი პერსონაჟის ხაზი არ განვითარებულა და სერიალიც გარკვეული პერიოდი მის გარეშე არსებობდა, თუმცა სერიალის მესვეურებმა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გმირის დაბრუნება მაინც გადაწყვიტეს და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ათიანში მოარტყეს. მღვდელი ცოტნე […]

რას უნდა ველოდოთ „ჩცდ“-ს დღევანდელი სერიიდან – „ეჰ, ვატყობ ქეთიც მიუწვება ტატიკოს…“

ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა, შეიძლება, დღეს მოხდეს – „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ ეპიზოდში შესაძლოა, გაირკვეს, რომ ქეთი ზაზას ღალატობდა და ამის შესახებ გურიის სოფელში ქეთის ქმრის ბებიის, ტატიანას დასაფლავებაზე შეკრებილი საზოგადოება გაიგებს. მისასამძიმრებლად მისული ერთ-ერთი ქალბატონი, ოთახსი შესული კითხულობს, ამას აქ რა უნდაო… მაყურებლის ნაწილს ჰგონია, რომ ეს რეპლიკა ქეთის მისამართით გაისმის, თუმცა მეორე […]

„ჩცდ“-მ გურულები გაანაწყენა – „ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ…“

თამუნა მახარაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ „ფეისბუქ“-გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ახალ სეზონში გურიის სოფელი ცუდად არის წარმოჩენილი და ამის გამო, გურულების სახელით, საყვედურს გამოთქვამს სერიალის მესვეურების მიმართ. გთავაზობთ პოსტს: „მოგმართავთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“, გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს, ჯერ ერთი საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის რომ, მე როგორც სოფელ ლიხაურის ერთ ერთი მაცხოვრებელი, […]

რეკლამა