გიგი დედალამაზიშვილი: „ოჯახი ფინანსურად ჩემმა ცოლმა გადაარჩინა…“

გიგი დედალამაზიშვილი: „ოჯახი ფინანსურად ჩემმა ცოლმა გადაარჩინა…“

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორი მძიმე იყო მისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, განვლილი ორი წელიწადი. მუსიკის გარდა, როგორც თავად აღნიშნავს, სხვა საქმე არ იცის:

„სამწუხაროდ, მუსიკის გარდა სხვა საქმე არ ვიცი. მუსიკა რამდენადაც ვიცი, ეს მსმენელის შესაფასებელია. ოჯახი ჩემმა მეუღლემ გადაარჩინა. მარინა ფოტოგრაფია. მან მოიფიქრა ონლაინ პროექტი. რთული პროცესი იყო. მარინას ასისტენტს მიჰქონდა კამერა იმ ადამიანის კართან, ვისაც სურვილი ჰქონდა, ფირზე აღებეჭდა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. მარინა ერთვებოდა კომპიუტერით, ასწავლიდა მას, როგორ შეერჩია გადასაღები ადგილი, განათება, სხვა წვრილმანები და ასე იღებდა ფოტოებს.

ამ საქმემ გაამართლა, მსურველები გამოჩნდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შემდეგ კიევში გამოუჩნდა საქმე და შვიდი თვით იქ გადავედით ოჯახში…“

სიახლეები/

|

January 26, 2022 / 1:24 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მგზავრები“ უკრაინაში გასტროლებს ანახლებს

ანსამბლი „მგზავრები“ ნელ-ნელა თავის ჩვეულ საგასტროლო ცხოვრებას უბრუნდება. მუსიკალურ ჯგუფს აგვისტოდან უკრაინაში, სადაც „მგზავრების“ შემოქმედება ძალიან უყვართ და აფასებენ, სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ელოდებიან. პირველი კონცერტი ხარკოვში გაიმარტება 14 აგვისტოს, შემდეგ არის დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლები ოდესაში, კიევსა და ლვოვში. თავიანთ თაყვანისმცემლებს ანსამბლის წევრები, რასაკვირველია, ლაივპერფორმანსებს შესთავაზებენ და ძველ და ახალ რეპერტუარსაც წარუდგენენ.

ციცი ფალავანდიშვილი გამოვლილი მძიმე დღეების შესახებ: „გიგის ისე რთულად ჰქონდა კორონავირუსი, არავის ვუსურვებ იმ ნერვიულობას, რაც მე გადავიტანე…“

ციცი ფალავანდიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ რა მძიმე დღეები გამოიარა მისმა ოჯახმა და განსაკუთრებულად, მისმა ვაჟმა, გიგი დედალამაზიშვილმა, როდესაც კორონავირუსს ებრძოდა. ციციმ აღნიშნა, რომ ახლახან აცრა გაიკეთა სწორედ იმიტომ, რომ კორონავირუსის ნამდვილი სივერაგე საკუთარი ოჯახის წევრზე გამოსცადა: „ოჯახისა და მეგობრების რჩევა გათვალისწინებულია. ძალიან ვორჭოფობდი, ამეცრა თუ არა, მაგრამ როდესაც რეალურად შეეხო ჩემს […]

გიგი დედალამაზიშვილის ოჯახური ფოტოები შვილებთან ერთად

„მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს და მის უკრაინელ მეუღლეს, მარინა კარპის ორი შვილი ჰყავთ, გოგონა, ლიზა და ბიჭი, რომელიც მცირე ხნის წინ შეეძინათ, მას ნიკოლოზი დაარქვეს. ახლახან გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მისი შვილის ოჯახურ ბედნიერებას ასახავს. ფოტოებზე გიგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის გადაღებული. (ფოტოები)

მოსკოვში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტზე 20 000 ადამიანი მივიდა (ვიდეო)

19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა, 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მსმენელები ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდნენ ყველა სიმღერას და თითოეული კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე […]

8 ივნისს „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურის პალატა ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს აანონსებს. ღონისძიება თბილისის ვაგონმშენში 8 ივნისს გაიმართება. ჯგუფი, რომლის პოპულარობა დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ახლა ტურნეში იმყოფება და უდიდეს საკონცერტო სივრცეებს ავსებს. ისინი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მოგზაურობენ. ალბომის სახელწოდებაა Geo და მასში ბევრი ახალი მელოდიაა შესული, რომლებიც მალევე აიტაცეს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ „მგზავრები“ 8 ივნისს […]

რეკლამა