ცისანა სეფიაშვილი: „ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია, მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ…“

ცისანა სეფიაშვილი: „ჩემ გვერდით ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ჩემზე ძლიერია, მამაკაცს, რომელიც მეამაყება, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და რომლის ზურგს უკანაც ვდგავარ…“

ცისანა სეფიაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენაა მნიშვნელოვანი. არაფერს ნანობს და არ უყვარს წარსული მოვლენებისა თუ შეცდომების ნეგატიურ ჭრილში დანახვა. ამჟამად მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, მრავალწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, როდესაც მხოლოდ შვილებზე იყო გადართული, სურს, პარალელურად, საქმიანობასაც დაუბრუნდეს. სად ხედავს საკუთარ თავს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა…

ცისანა, ამას წინ გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც წერდით, რომ ამჟამად უმუშევარი ხართ. წერდით ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების შესახებაც… როგორ ფიქრობთ, ბევრი ქალის სათქმელი თქვით?

არაფერს ვნანობ, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი არ არის წარსულზე გამოკიდება და ნეგატივში ყოფნა, რაც უნდა ცუდი რამ ხდებოდეს. ყველაზე მაქსიმუმ, ერთი დღე ვიყო შეპყრობილი უარყოფითი ინფორმაციით. საერთოდ, ვცდილობ, მის მიღებას თავი ავარიდო – პირადი პრობლემაა თუ მსოფლიო, ვცდილობ, ავისხლიტო ყველანაირი ცუდი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი, ის დრო, სიყვარული, სითბო და მზრუნველობა ჩემს შვილებში ჩავდე და დღეს ვხედავ შედეგს – ისინი კარგი ადამიანები არიან, მზრუნველები, განათლებულები, ვართ მეგობრები და გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობა. კარიერა რომ ამეწყო, მაგრამ წლები, რომლებიც ჩემს შვილებთან ერთად დავყავი, დამეკლო საკუთარი თავისთვისაც და მათთვისაც, ვერ მათქმევინებდა, როგორი წარმატებული ვიყავი ცხოვრებაში… ეს ნუ იქნება სახელმძღვანელო ქალებისთვის – პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, როგორც ვიცხოვრე და რა გზაც გავიარე. სულ რომ შეცდომა დავუშვა, არ მახასიათებს განცდა წარსულზე. ეს იყო ჩემი შეცდომა, ჩემი ცხოვრება, გამოცდილება…

ტყუილად არაფერი ხდება. დღეს რომ ვარ სამსახურის ძიებაში, იმიტომ არ ხდება, რომ პრობლემის წინაშე დავდექი. უბრალოდ, უკეთეს მომავალს ვაწყობ, ვუყურებ ამას, როგორც ღმერთის მიერ მომზადებულ უფრო უკეთეს გზას. მე ვუყვარვარ ღმერთს, სამყაროს და ეს იმისთვის გამომეგზავნა, რომ უკეთესისთვის უნდა მოვემზადო.

ვრცლად…

სიახლეები/

|

January 24, 2022 / 4:32 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინა კობახიძის ვარდისფერი ნაძვის ხე, ვინტაჟური სათამაშოები და საახალწლო სენტიმენტები

ბიზნესლიდერთა ფედერაციის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება – ნაძვის ხესთან და მის სათამაშოებთან დაკავშირებით დიდი სენტიმენტი აკავშირებს, ისევე, როგორც 31 დეკემბრის მენიუსთან, რომელიც ბავშვობას ახსენებს და ცდილობს, თავის შვილებსაც გამორჩეულად დაამახსოვროს… მინდა გკითხო, რა მოგყვება ბავშვობიდან საახალწლო ტრადიციებიდან და ამ კალათას უკვე დიდობაში რა შემატე? ნინა კობახიძე: პირველი ტრადიციაა ის, რომ სადაც უნდა ვიყოთ […]

ნუკი კოშკელიშვილი: „იცი, როგორი აზიატია ჩემი ამერიკელი ქმარი? ძალიან ეჭვიანია, ისეთი, როგორიც ჩემი ყოფილები არასდროს ყოფილან…“

ნუკი კოშკელიშვილი „ნიჭიერის“ წამყვანია და ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ამიტომაც როცა შეთავაზება მიიღო, ნიუ იორკში, მეუღლესა და შვილთან გასაფრენი ბილეთი გადაცვალა და საქართველოში დარჩა. ახლაც „ნიჭიერის“ გამო დაბრუნდა, რადგან ლაივკონცერტები დაიწყო. ნუკი კოშკელიშვილი: ჩემთვის „ნიჭიერი“ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შოუ იყო, თუ არა ყველაზე სასურველი. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ეს პროექტი პირველად გავიდა ეთერში, […]

ლიკა ევგენიძის საახალწლო მორთულობა, ულამაზესი ნაძვის ხე და დედისა და ბებიის რეცეპტებით მომზადებული გოზინაყი და ბაჟე

ტელესახე ლიკა ევგენიძე ახალ წელს სახლში, შინაურ გარემოში, მეუღლესთან ერთად შეხვდება. ნაძვის ხე უკვე აწყობილია, საახალწლო მენიუც შედგენილი, ძირითადად, ტრადიციული კერძებით და საჩუქრებიც შერჩეულია… ლიკა, შენი საახალწლო ტრადიციების შეახებ მოგვიყევი… ბავშვობაში, ახალი წელი ოჯახთან ერთად ყოფნასთან ერთად ასოცირდებოდა, როცა ყველა ვიკრიბებოდით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მიყვარს ეს დღესასწაული. რაც ასაკი მომემატა, გარეთ მიწევს ხოლმე შეხვედრა. ხან კონცერტის […]

„16 წლის ვიყავი, როცა ჯულიანასთან მეწყვილედ დავდექი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთად ბევრი რამ გადავიარეთ, უამრავი სირთულე…“

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესანიშნავი მონაწილეები, მოცეკვავეთა წყვილი ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი პროექტს დასაწყისიდანვე მოჰყვებიან, წყვილში კი უკვე მე-21 წელია, რაც არიან და უამრავი ჯილდო აქვთ მოგებული. ისევე, როგორც მოიგეს ძალიან მნიშვნელოვანი – მაყურებლის სიყვარული და სითბო. Fortuna.ge-სთვის ინტერვიუს მკაცრი გრაფიკის მიუხედავად დათანხმდნენ და „აკადემია ლაუნჯის“ მყუდრო გარემოში ძალიან ხალისიანი საუბარიც შედგა, ფოტოსესიასთან ერთად. „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ […]

თიკა ფაცაცია: „ასაკი არ ტოვებს კვალს? ამას წინათ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი და წამოვიძახე, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ გავიკეთე ბოტოქსი-მეთქი…“

თიკა ფაცაცია „ნიჭიერის“ ჟიურის წევრია, მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში ეს პროექტი მიჰყავდა და სწორედ აქედან მოიპოვა მაყურებლისა და ხალხის სიყვარული, როგორც ტელეწამყვანმა. ახლა უკვე თავად აფასებს მონაწილეებს, თუმცა ძალიან ნერვიულობდა, სანამ ამ ამპლუას მოირგებდა… ტელეწამყვანიდან ჟიურის წევრის ამპლუაში გადანაცვლებას როგორ შეხვდი? თიკა ფაცაცია: ახლა უკვე ძალიან მომწონს (იღიმის), მანამდე ვინერვიულე. ზოგადად, პირველად ვიღებ ადამიანების […]

რეკლამა