გიგა კვენეტაძის ვიდეომიმართვა ნიკა გვარამიას – „ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი!..“

გიგა კვენეტაძის ვიდეომიმართვა ნიკა გვარამიას – „ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი!..“

მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე, რომელიც მრავალი წელია, რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს. ვიდეომიმართვაში მომღერალი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია თანამდებობისთვის შეუფერებელია და გმობს მის პოსტს ქეთა თოფურიასთან დაკავშირებით.

„მინდა დავგმო მორიგი პროვოკაციული და არაკაცური პოსტი ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ეძღვნებოდა ქეთა თოფურიას და არა მარტო ქეთას, არამედ რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველ ხელოვანს.

ბატონო ნიკა, როდესაც სხვის დედებს ეხები და შემდეგ სახლში მიდიხარ, საკუთარი გამზრდელი დედა არ გეუბნება, რომ ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნება?

გასულ დედის დღეს გილოცავ, ჩემო საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა მცირე პოსტი, სადაც ქეთა თოფურიას საქართველოს მტერი უწოდა. ნიკამ დაწერა: „პირდაპირ ვამბობ, ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მო…ან დედა“. გვარამია ასე გამოეხმაურა ახალ ამბავს, სადაც ეწერა, რომ ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა…

სიახლეები/

|

March 5, 2018 / 2:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

ნოდარიკო ხუციშვილი კვლავ ჟიურის რჩეულია (ვიდეო)

ნოდარიკო ხუციშვილი კვლავ ჟიურის რჩეული გახდა. მან 60 ქულა მიიღო, რაც ჟიურის ექვსი წევრისგან 10 მაქსიმალური ქულის მიღებას გულისხმობს. გია ყანჩელის „ცვივა თოვლის ფანტელი“ გიო ხუციშვილის უფროსმა ვაჟმა განსხვავებული ვერსიით შეასულა და მაყურებლის აპოლოდისმენტებიც დაიმსახურა, ჟიურის წევრები კი მას ფეხზე წამოუდგნენ. მოგვიანებით, ნოდარიკომ აღნიშნა, – „სიმღერა ჩემთვის ყველაზე დიდი ადრენალინია და ბედნიერი ვარ, რომ ამ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

ნიკა გვარამია „იქს ფაქტორის“ რეიტინგზე – „მე თავს მოვიკლავდი…“

„მხოლოდ ქართულისა“ და „იქს ფაქტორის“ გუშინდელ შერკინებაში „რუსთავი 2“-ის ახალმა პროექტმა პირწმინდად მოიგო. „მხოლოდ ქართულის“ რეიტინგი 19%-მდე ავიდა, მაშინ, როდესაც „იქს ფაქტორის“ პირველ ლაივს დაახლოებით 9%-მდე რეიტინგი ჰქონდა. დილიდან ამ ამბავს გამოეხმაურნენ როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე გადაცემის წამყვანები, ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ […]

ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს. ნიკა აღნიშნავს: „მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ: 🔴არ არსებობდა პროექტი […]

ვის გამო დაწყევლა ნიკა გვარამიამ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრები – „თქვენ ამოწყდით!..“

„მხოლოდ ქართულის“ მეორე სერია ბევრი საინტერესო სახით გამორჩეული აღმოჩნდა. ერთ-ერთი კონკურსანტი გახლდათ გორელი შუშანა, რომელსაც ბევრი იცნობს, თუმცა არ ვიცოდით, რომ მას სიმღერა ჰყვარებია. შუშანას ვიდეო „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, გიორგი გიგანმა გააზიარა და დაწერა: „ძაან არ მომეწონა ეს მონაკვეთი და ჩემშია პრობლემა, თუ იმას, რასაც ვუყურებ, წესით, ტელევიზორი არ უნდა მაჩვენებდეს?“ მაყურებლის ნაწილმა შუშანას „მხოლოდ ქართულში“ გამოყვანა […]

გიგა კვენეტაძის ცოლს ლეიკემია მძიმე დაავადება აღმოაჩნდა

გიგა კვენეტაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კომპოზიტორს ჰყავს მეუღლე, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. როგორც მომღერალი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ამბობს, მის მეუღლეს, მძიმე დაავადება, ლეიკემია აღმოჩნდა: „ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივართ. როდის დადგინდა დიაგნოზი? წლინახევრის წინ. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ […]

რეკლამა