15.8 C
Tbilisi
Wednesday, March 15, 2023

ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპს იღებს – „ცოტა სექსუალურობა აკლია შენს შესრულებას…“

დღეს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილმა ახალიკლიპის გადაღებების პროცესიდან ვიდეო შემოგვთავაზა და დაწერა, რომ მალე მის ახალ ვიდეორგოლს ვიხილავთ.

მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ამ სიახლემ გაახარა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთმა მათგანმა, მარინა ქართველიშვილმა ნინის რჩევაც მისცა და დაუწერა: „აი, ყველანაირად კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ ცოტა სექსუალურობა და სითბო აკლია შენს შესრულებას. უძლიერესი ხმა გაქვს. მაპატიეთ ამ პირდაპირობისთვის“, რაზეც ნინი უპასუხა: „მადლობა, საინტერესო შეფასება იყო“.

ნინის სხვა მსმენელი, ლევან ბეჟანიშვილი გამოექომაგა და აღნიშნა, რომ მის შესრულებას სითბო არასდროს აკლია.

სხვა კომენტარის ავტორები კლიპს მოუთმენლად ელიან და მომღერალს წარმატებებს უსურვებენ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები