გია გაჩეჩილაძეს ტვინში წარმონაქმნი აღმოაჩნდა (ვიდეო)

0
2384

ეკა ხოფერიას გადაცემის სტუმარი, გუშინ უცნობი იყო. მუსიკოსმა და აქტივისტმა ჟურნალისტს საკუთარ სახლში უმასპინძლა და მაყურებელს შვილიშვილი გააცნო. გია გაჩეჩილაძის შვილიშვილი წლის და ორი თვის არის. “25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრების დღეს დაიბადა და ამიტომ დავარქვით ილიკო. მისი დაბადების შემდეგ, ჩვენი ოჯახის დღის განრიგი შეიცვალა” – განაცხადა უცნობმა.

რაც შეეხება იმას, რატომ გაუჩინარდა გარკვეული პერიოდის მანძილზე მუსიკოსი საზოგადოებრივი ასპარეზიდან, მან განაცხადა, რომ ეს ჯანმრთელობამ განაპირობა.

“გულზე მქონდა პრობლემები, შემდეგ დამეწყო გონების დაკარგვა, გერმანიაში წავედი და თავი როცა გადამიღეს ექიმებმა, მითხრეს რომ ტრავმების გამო, წარმონაქმნი მაქვს ტვინში. ამის მერე ჩავჯექი სახლში” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here