„ბრავო რეკორდსის“ „ფეისბუქ“-გვერდზე შედგა ნინი ბადურაშვილისა და ეკა კახიანის ახალი დუეტის პრემიერა. სიმღერას რადიოეთერში მალე მოვისმენთ. როგორც ნინი წერს, კარგი საზაფხულო სიმღერა გამოუვიდათ.
კომპოზიცია ეკა კახიანს ეკუთვნის, ტექსტი – დათო ევგენიძეს. სიმღერა სოცქსელში ზაზა შენგელიამ წარადგინა. მისი აზრით, ეს არის „წლევანდელი წლის ზაფხულის ყველაზე დიდი ჰიტი, რომელსაც შესაბამისი შეფუთვის შედეგად ყველა აიტაცებს“. ზაზა შენგელიას აზრით, ნინისა და ეკას დუეტი ყოველთვის კარგი და წარმატებული გამოდის. ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი იმედოვნებენ, რომ მათი დუეტი მსმენელს მოეწონება და შეუყვარდება.