ვარსკვლავების ხეივანს კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის ვარსკვლავიც შეემატა

0
1714

ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში გამოვლინდა მისი შემოქმედებითი ნიჭი. ხატავდა, ძერწავდა, მუშაობდა ხეზე. ახალგორის მოსწავლეთა სახლში არაერთხელ გამოიფინა მისი ნამუშევრები. მართალია, ოჯახს ვაჟას მომავალი სხვანაირად ესახებოდა, მაგრამ მან მაინც ხელოვანის გზა აირჩია. ვაჟა დურგლიშვილის პირველი წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ანსამბლ „ორერას“ და მის ხელმძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს. მათ გააჟღერეს „გაზაფხულის სიმღერა”, რომლითაც ახალბედა კომპოზიტორი გაიცნო მუსიკალურმა სამყარომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here