ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მორიგი მედიატური სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიმართა

0
1711

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მედიატური ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიმართა. მედიატური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ “ზრდა”-სთან ერთად მოეწყო და კამპანია “გაიცანი საქართველოს” სამდღიანი ტურის ფარგლებში მედიასაშუალების 30-მდე ოპერატორმა, ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა სხვადასხვა ლოკაციები დაათვალიერეს. პროექტის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის: ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების გაცნობა და პოპულარიზაცია, რომელიც ცდილობს არამხოლოდ უცხოელი ტურისტების დაინტერესებას, არამედ მშობლიური ქვეყნის პოპულარიზაციას ჩვენივე თანამოქალაქეებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here