ნუცა შანშიაშვილი გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება

0
1662

ყველასათვის საყვარელმა პოპ-ჯაზ შემსრულებელმა, მომღერალმა და მსახიობმა ნუცა შანშიაშვილმა, გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის მზადება დაიწყო, რომელიც ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ იორკში ჩატარდება. მანამდე კი იმ ღონისძიებაზე, რომელიც კარნეგი ჰოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება მეტროპოლიტენ ოპერის ვასკვლავებთან ერთად, ნუცა შანშიაშვილიც წარსდგება მსმენელის წინაშე. რა გასაკვირი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მომღერალი, რომელიც მისი ჩაცმის სტილით, ვიზუალითა და ვოკალით მუდამ გამოირჩევა, ამ მნიშვნელოვანი კონცერტებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. სასცენო კაბების შეკერვა კი დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს მიანდო. ჩვენც სწორედ იქ აღმოვჩნდით, სადაც საინტერესო ამბები ხდებოდა და ულამაზესი სასცენო კაბების ხილვის ბედნიერება ექსკლუზიურად გვერგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here