Top Kids – მეკო სტუდიისა და ბეიბი ბალეტის პროექტი – “მე ვარ ბალერინა”

Top Kids – მეკო სტუდიისა და ბეიბი ბალეტის პროექტი – “მე ვარ ბალერინა”

უკვე წლებია მეკო სტუდიო ბავშვებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც მათი ბევრი წარმატებული ნაბიჯი მეტყველებს. ამჯერად მეკო სტუდიომ და ბეიბი ბალეტმა ერთობლივი პროექტი „მე ვარ ბალერინა“ წარმოგვიდგინეს. ამით ყველაფერი ნათქვამია, მარცვალი – ბალეტისადმი სიყვარული, პატარებს სწორედ მეკო სტუდიოში უღვივდებათ. ბეიბი ბალეტი ეს არის კლასიკური ბალეტის სწავლების ახალი ხედვა, რომელიც მეკო სტუდიოში ბალეტის პედაგოგ – ქორეოგრაფების, ნანა სანაძისა და ნანა სალუქვაძის მიერ დაინერგა.

July 10, 2017 / 12:08 pm

TOP გადაცემები

თბილისის ძველ უბანში სასტუმრო “ფოლკი” ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. ფოლკი ბუტიკური ტიპის 30 ნომრიანი დიზაინ სასტუმროა, რომლის დიზაინშიც მე-18 საუკუნის სამოსის ელემენტებია შეტანილი. სასტუმრო თბილისის ძველ ისტორიულ უბანში კრწანისის სკვერში მდებარეობს.

Oscar and the Wolf-ის ვიზიტი საქართველოში. რომელი ვარსკვლავები სტუმრობდნენ მას კონცერტზე

ჩვენს ქვეყანას Monument events-ის ორგანიზებით, ლეგენდარული ბელგიური ჯგუფი Oscar and the Wolf ეწვია, რომელმაც თბილისში კონცერტი გამართა და თაყვანისმცემლებს საშუალება მისცა მათი სიმღერები ცოცხლად მოესმინათ.

R.O x Konoba – ინტერვიუ მუზიქ ბოქსისთვის

R.O x Konoba თბილისს "Project 10"-ის ფარგლებში ეწვევა და ტურის დასკვნით კონცერტს 27 ოქტომბერს თბილისში, კომპანია Movement & Funday Entertainment ორგანიზებით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გამართავს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინო ბაშარულისა და ლაიმ კრისტის სტუმრობა გადაცემაში “რადიო დუეტი”

ახალ პროექტთან დაკავშირებით მომღერალი და მუსიკოსი, რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ესტუმრნენ, სადაც ახალი სიმღერა დააპრემიერეს. სიმღერა „რაჭული ალილაო“ გელა კაციტაძის ტექსტზეა დაწერილი, რომელიც გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ჩაიწერა.

Kpop world ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა

Kpop world ფესტივალი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და მასში ბევრი თინეიჯერი იღებს მონაწილეობას, საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. Kpop world თანამედროვე კორეული სიმღერებისა და ცეკვების ფესტივალია, რომლის მსმენელი და მოყვარული ძალიან ბევრია, ამას კი ფრექასთინგზე მისული 50 ჯგუფი ადასტურებს, რომელთაგან მხოლოდ 15 საუკეთესო შეირჩა.

სოფო ნიჟარაძე მედიაჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა, სადაც პროექტის „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, მედიაჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემა, არტ FM-ს სტუმრობდა, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა. ის ჩვენს კამერებთან აღნიშნავს, რომ „მხოლოდ ქართული“ ყველაზე ეროვნული პროექტია და სტარტი საკმაოდ კარგად აიღო, იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოებს რეკორდული ნახვები და გაზიარება აქვს.

მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „წიგნიერი“ დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კომპანია „გალფთან“ ერთად პროექტი „წიგნიერი“ დაიწყო. პროექტი მასშტაბურია და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Candy Studio – ჯამბაზები

Candy Studio - ჯამბაზები

რეკლამა