უკვე წლებია მეკო სტუდიო ბავშვებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს, რაზეც მათი ბევრი წარმატებული ნაბიჯი მეტყველებს. ამჯერად მეკო სტუდიომ და ბეიბი ბალეტმა ერთობლივი პროექტი „მე ვარ ბალერინა“ წარმოგვიდგინეს. ამით ყველაფერი ნათქვამია, მარცვალი – ბალეტისადმი სიყვარული, პატარებს სწორედ მეკო სტუდიოში უღვივდებათ. ბეიბი ბალეტი ეს არის კლასიკური ბალეტის სწავლების ახალი ხედვა, რომელიც მეკო სტუდიოში ბალეტის პედაგოგ – ქორეოგრაფების, ნანა სანაძისა და ნანა სალუქვაძის მიერ დაინერგა.