თბილისში ხელნაკეთობათა გალერეა „ქისა“ გაიხსნა

0
2378

დღითიდღე სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს საზოგადოების ინტერესი და მოთხოვნა ქართული პროდუქციის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, უკვე არაერთი საქმე კეთდება, ქართველი მეწარმეები და დიზაინერებიც აქტიურად არიან ჩართული ამ წამოწყებაში. დღეიდან კი ხელნაკეთობათა გალერეა ქისაში, შეგიძლიათ 60-ზე მეტი ქართველი ავტორის ნამუშევრის შეძენა. გალერეამ თავი მოუყარა ყველაფერ ქართულს და საზოგადოებას შანს აძლევს ქართული პროდუქციის შეძენით წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here