შორენა ბეგაშვილის ბედნიერი დაბადების დღე (ფოტოგალერეა)

0
4005

შორენა ბეგაშვილმა 8 ივლისს დაბადების დღე აღნიშნა. მან ეს თარიღი ახლო მეგობრებისა და შვილის გარემოცვაში იზეიმა. შორენას ულამაზესი ვარდების თაიგული მოართვეს და მიიღო უამრავი საჩუქარი.

სოციალურ ქსელში ტელეწამყვანსა და მსახიობს ბევრი მილოცვაც დახვდა. „დღეს სილამაზის ქალღმერთის დაბადების დღეა“, წერდნენ სოცქსელში და მსახიობისთვის უამრავ საქებარ სიტყვას არ იშურებდნენ.

შორენა ამ ეტაპზე ტელევიზიისგან ისვენებს. ის სხვადასხვა ტელეეთერში მხოლოდ სტუმრად დადის. მცირე ხნის წინ „გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“, რომელიც ვანიკო თარხნიშვილთან ერთად „რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა, დაიხურა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ არხზე გამოჩნდება ტელევარსკვლავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here