საქართველოში პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი მასაჟში თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კუროტში ჩატარდა

0
1591

აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, იაპონია, კორეა, ეგვიპტე და რომი, ჩამოთვლილი ქვეყნების უძველესი წყარებიდან ცნობილი ხდება მასაჟის ხელოვნება. მასაჟი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის. 10 ათასი წლის წინ ქვის ნემსის აღმოჩენამ წერტილოვანი მასაჟის არსებობა დაადასტურა, ხოლო ხელით მასაჟის ისტორია კიდევ უფრო ძველია. ძველად მასაჟი თითქმის პანაცეა იყო და სხვადასხვა დაავადებების გარდა, გველის ნაკბენზეც კი ამ მეთოდს იყენებდნენ. დღევანდელ რეალობაში კი მასაჟის ხელოვნება უფრო დაიხვეწა მეტად გაფართოვდა და აგერ უკვე თბილისში განახლებულ თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურპტში საქართველოს პირველი საერთაშორისო ღია ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში გაიმართა. ჩემპიონატის გენერალური სპონსორი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი იყო, ხელმძღვანელობა კი ბალნეოლოგიურ კურორტთან ერთად საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციამ განახორციელა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და აზიის ქვეყნების და საქართველოს წამყვანი სპეციალისტები სპეციალურად მოწვეულ საერთაშორისო მსაჯებთან ერთად, ასევე პედაგოგები – მასაჟის და რეაბილიტაციის განუმეორებელი საავტო მეთოდიკების ავტორები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here