„სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოში პირველად დაიდგა

0
1745

10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართა. „სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოში პირველად დაიდგა.

გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება, ხოლო მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორია – ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი კი – ესტერ მარტინი (ესპანეთი).

საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.

10 ივნისს მთავარი პარტიები შეასრულეს: გიორგი გაგნიძემ, რამაზ ჩიკვილაძემ, თამარ ივერმა, ოთარ ჯორჯიკიამ, გიორგი მჭედლიშვილმა, გიორგი ჭელიძემ, თამაზ საგინაძემ, მანანა იორდანიშვილმა. ორკესტრს დირიჟორობდა ფაბრიციო კასი (იტალია).

ალფონსო სინიორინი, დამდგმელი რეჟისორი:

მოხარული ვარ, რომ თბილისშიც შედგა ამ საუკეთესო სპექტაკლის პრემიერა. მთელმა დასმა დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ამ სპექტაკლით ჩვენ კარგად წარვმდგარიყავით მაყურებლის წინაშე. გაოცებული ვარ, იმდენად კარგი მსმენელი ღმოჩნდა ქართველი მაყურებელი, ყველა საოპერო პარტიის შემდეგ უდიდესი აპლოდისმენტები ისმის.

თამარ ივერი საოპერო მომღერალი:

ყველა ძალიან ვნერვიულობდით და დაძაბულები ვიყავით, თუმცა პუბლიკა თბილია და სპექტაკლი კარგად მიიღეს. ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს ეს იტალიური თემა, იტალიური ეპოქები. დასის წევრები მონდომებულები და მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here