ჯგუფი „სანდას“ ახალი სიმღერის „ჩალისფერი თმების“ პრემიერა რადიოჰოლდინგ ფორტუნაში

ჯგუფი „სანდას“ ახალი სიმღერის „ჩალისფერი თმების“ პრემიერა რადიოჰოლდინგ ფორტუნაში

სოფთ-როკისა, ბლუზისა და ფოლკ-როკის ჟანრების შერწყმით ახალი მუსიკის შემქნას ჯგუფი „სანდა“ 1993 წლიდან დღემდე აგრძელებს. ჯგუფის ჟღერადობაში ძირითადად ბრიტანული ხალხური მუსიკისა და ქართული მუსიკის ელემენტები სჭარბობს. მათ ახალ ნამუშევრებს რადიოჰოლდინგი ფორტუნა თვალყურს მუდმივად ადევნებს და ახლაც, ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა, სოსო საყვარელიძემ რადიოში, ახალი ალბომიდან პირველი სიმღერის, „ჩალისფერი თმები“-ს ჩვენი რადიომსენელებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. მუსიკოსი გვიყვება, რომ სიმღერა 1 წლის წინ შეიქმნა და ის უკვე სხვადასხვა კონცერტებზე იქნა შესრულებული, თუმცა სტუდიური ჩანაწერი ახალია მსმენელისთვის. რაც შეეხება ახალ ალბომს, ის ძირითადად პოპ მუსიკის ჟანრშია გადაწყვეტილი. ჯგუფ სანდას თებერვალში 25 წელი შეუსრულდა და ამ დღესთან დაკავშირებით მათ ვაკის პარკში კონცერტიც ჩაატარეს.

July 19, 2018 / 7:53 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

აჩი ფურცელაძისა და სალომე გოგიაშვილის “ახლა რომ არ მოგეფერო” პრემიერა

ქართული ვარიანტი „ახლა, რომ არ მოგეფერო“ წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. ეს სიმღერა 2000-იან წლებში საკმაოდ პოპულარულ ჰიტად იქცა. სწორედ ამიტომ, აჩიმ თავის ძველი სიმღერის რიმეიქი გააკეთა, სადაც მისი ახალი მუსიკალური პარტნიორი სალომე გოგიაშვილია.

თიკა ჯამბურიას ტრიუმფალური დაბრუნება შოუ ბიზნესში და კლიპის პრემიერა

თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა.

რა სიახლეები აქვს ანსამბლ “რუსთავს” მსმენელისთვის

ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი „რუსთავი“ და სტუდია „მართვე“ გაერთიანდნენ. სწორედ ამ სიახლით კი რადიოჰოლდიგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემას, „არტ ეფემს“ ორი გაერთიანებული გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გაბუნია ესტუმრა, სადაც მათი გაერთიანების იდეასთან და სიახლეებთან დაკავშირებით ისაუბრა.

რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩვენება გაიმართა

რესტორან “ვეფხი და მოყმეში” კი, როგორც იცით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო მატჩების ჩვენებები იმართებოდა. ბუნებრივია, არც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო გამონაკლისი და ამჯერადაც მეზობელი რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ფეხბურთის მოყვარული თანამშრომლები აღნიშნულ სივრცეში შეიკრიბნენ.

ვისთან ერთად მიემგზავრება სოფო ბათილაშვილი ბიონსეს კონცერტზე, რომელიც საჩუქრად ფორტუნამ გადასცა

უნიჭიერესი მომღერალი და „მხოლოდ ქართულის” გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი რადიო ჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა. მომღერალმა, ასევე, მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაგვპირდა, რომ მის გულშემატკივრებს სულ მალე ახალი სიმღერებით გაახარებს

რეკლამა