გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს ახალი წიგნი “ყვითელი ვეოსიპედი”

0
2187

დიდი სიყვარულისა და პოლიტიკური კატაკლიზმების შერწყმა ერთ რომანში, “ყვითელი ველოსიპედი“, სწორედ ასე ეწოდება ბექა ელბაქიძის ანუ გაბრიელ ნაპოლეონე ელბანოს კინო რომანს, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის პირადი არქივიდანაა წარმოდგენილი. წერილების მსგავსად, პერსონაჟებიცა და ამბებიც რეალურია და ავტორის ფანტაზიით ერთ მთლიანობად ქცეულ ისტორიას ქმნის. ასევე, წიგნის პრეზენტაციაზე იტალიური მუსიკის ფონზე რომანიდან ფრაგმენტები წაიკითხეს ცნობილმა კინოსა და თეატრის მსახიობებმა. რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი, ალესანდრო ბონარდი პოლიტიკური ვითარებისა და დევნის გამო ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის. მოქმედება იტალიაში ხდება, თუმცა ქართველი მკითხველი ბევრ ნაცნობსა და ახლობელ სიუჟეტს აღმოაჩენს უახლოესი ისტორიიდან. ღონისძიებას როგორც ქართველი, ასევე, იტალიელი სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის ნატალია სიმონე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის რამოდენიმე იტალური სიმღერაც შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ სახელი და გვარი, ბექა ელბაქიძე წიგნის ავტორმა საქართველოში დატოვა და ევროპაში მას იცნობენ როგორც გაბრიელ ნაპოელონ ელბანო. სწორედ ამ ევროპული სახელით შევხვდებით ავტორის დასახელებას მისივე წიგნის ყდაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here