ივანა მელაიმ ვარსკვლავური დაბადების დღე გადაიხადა

ივანა მელაიმ ვარსკვლავური დაბადების დღე გადაიხადა

ივანა მელაი 30 წლის გახდა. მისი იუბილე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მომღერალმა დაბადების დღე რესტორან “მეტეხის ჩრდილში” აღნიშნა და ნამდვილი ვარსკვლავური თავშეყრა მოაწყო. სტუმრებს შორის იყვნენ: ანრი ჯოხაძე, “ქუჩის ბიჭები” მეუღლეებთან ერთად, რომლებმაც იუბილარს, ულამაზესი თაიგულები მიართვეს, ქართული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები და ასევე უცხოელი სტუმრები. ივანას თან ახლდა პატარა შვილი, ელიზაბეტ-ნატალიც. ბოლოს კი გურამმა იუბილარ მეუღლეს სიმღერაც კი მიუძღვნა და მასთან ერთად იცეკვა.

April 18, 2017 / 8:58 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

მის საქართველო 2017 ქერათმიანი ლამაზმანი 24 წლის ნია წივწივაძე გახდა

ნია არა მხოლოდ განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა, არამედ ინტელექტითაც, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია მსოფლიო მისების კონკურსებზე, როგორც სილამაზე. მისის შესახებ გეტყვით, რომ მას ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, უყვარს მოგზაურობა და აქვს საკუთარ ბლოგი, სადაც წერს სტატიებს და აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.

საბავშვო ევროვიზიის კულუარული ამბები ელენე კალანდაძისგან

ალბათ, ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, როგორ მიდიოდა მომზადების პროცესი და საერთოდ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზები, რაც მაყურებელმა ვერ შეამჩნია. საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ელენე ამ დიდი შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი.

Fashion Time – ულამაზესი ანი გიუნტერის სტუმრობა ესთეტიკურ ცენტრ “Solo Per Te”-ში

სიბერის საწინააღმდეგო პროცედურა Rf ლიფტინგი, რომელიც ანი გიუნტერმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ივანა მელაი და გურამ ლომიძე – ვარსკვლავური ოჯახის ექსკლუზიური ინტერვიუ “მიუზიკ ბოქსისთვის”

ივანა მელაის გამოჩენას ქართულ შოუ-ბიზნესში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერლის სტატუსი ჰქონდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ივანამ საქართველოს დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მის ცხოვრებაში სიყვარული გამოჩნდა და მან მომღერალ გურამ ლომიძეზე იქორწინა. წყვილი ამჯერად ჩიკაგოში ცხოვრობს, სამი თვის წინ, მათ ქალიშვილი ელიზაბეტ-ნატალი შეეძინათ, რომელიც მშობლებმა საქართველოში ჩამოიყვანეს და "მიუზიკ ბოქსს“ ექსკლუზიური ინტერვიუც მისცეს.

“ქუჩის ბიჭები” გერმანიაში კონცერტს გამართავენ

"ქუჩის ბიჭები" წლების შემდეგაც ინარჩუნებენ პოპულარობას. ჯგუფი რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს და ქართულ შოუბიზნესში საპატიო ადგილი უჭირავს. თავბრუდამხვევი წარმატება, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტი და აპლოდისმენტები - "ქუჩის ბიჭები" სრული შემადგენლობით დაუბრუნდა ქართველ მსმენელს. ბიჭებმა თბილისში საღამოც გამართეს, საკუთარი რეპერტუარიდან ახალი და ძველი ჰიტები შეასრულეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მსმენელი დიდი სიხარულით ელოდება მათგან სიახლეებს.

კვირის ყველაზე აქტუალური ჭორები და ცხელ-ცხელი ამბები

როგორც იცით შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე უკვე სახლშია და სარეაბილიტაციო ეტაპს გადის. ეს ამბავი შორენამ სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - “სახლშია ჩემი გოგო“. ამჯერად კი თავად ევამ გააზიარა სურათი, სადაც მის სანახავად მისულ მეგობრებთან ერთად არის გადაღებული.

სად ატარებენ თაფლობის თვეს ივანა მელაი და გურამ ლომიძე?!

ივანა მელაი და გურამ ლომიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ჩანს რამდენად კარგად ატარებენ თაფლობის თვეებს და ევროპული ვოიაჟის შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

მარტის თვის ყველაზე ცხელი ჭორები

რაზე ბჭობს საზოგადოება?! რა თქმა უნდა, ბოლო დროს აგორებული სკანდალის გარდა. სელებრითების პირადი ამბების მიმართ ხომ ინტერესი არასდროს ნელდება. ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა მსახიობი - ლევან ხურციას და ადვოკატი - მარიამ კუბლაშვილის დაოჯახების ამბავი. ამჯერად უკვე მათ ოჯახში მატებაზე საუბრობენ. მარიამი მეორე ბავშვს ლევანისგან ელოდება.

რეკლამა