გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

წელს კომედიის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა. წლევანდელი წელი კი გამორჩეული იყო, რადგან ფესტივალმა მეხუთე – საიუბილეო წელი იზეიმა. ამავდროულად, საქართველო საფესტივალო გაერთიანების წევრიც გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფილიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალი არსებობს, ჩინეთის, კანადისა და რუმინეთის მათ შორის კი უკვე საქართველოსიც. საფესტივალო რეპერტუარი სლოგანს, “დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში”, ნამდვილად ამართლებს. ფესტივალი ტრადიციულად კოსტიუმირებული სანახაობით გაიხსნა, რომელსაც ქუჩის თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები, ოჩოფეხებითა თუ საკარნავალო კოსტიუმებით შემოსილნი, მთელ ქალაქს ამცნობდნენ კომედიის ფესტივალის დაწყებას. ფესტივალის დასკვნით დღეს, ახალგაზრდა მწერლის, მარიკა მამალაძის პიესის – “კულტურული ჩანაწერი” კითხვა გაიმართა. რომელიც რამდენიმე თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. რეჟისურა ახალგაზრდა რეჟისორს, ლაშა შეროზიას ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ კომედიის ფესტივალში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთისა და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებდნენ.

June 16, 2018 / 2:55 pm

TOP გადაცემები

ახალი სივრცე “უნივერსალ ბიუთი ცენტრი” თბილისში გამოჩნდა

უნივერსალ ბიუთი ცენტრში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თმის მოვლის პროცედურებით, ასევე გაიკეთოთ პედიკურ-მანიკური , ვიზაჟი ლაზერული ეპილაცია და ისარგებლოთ კოსმეტოლოგიის კაბინეტითაც.

Fashion time – სეზონის ტრენდები დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძისგან

Fashion time - სეზონის ტრენდები დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძისგან

4 წლიანი მუშაობის შემდეგ ანრი ჯოხაძემ მსმენელს ახალი ვიდეო-რგოლი წარუდგინა

შოუბიზნესის აქტიურმა წარმომადგენელმა ანრი ჯოხაძემ, რომელიც ბოლო პერიოდშია საკუთარი კოლეგებისთვის ვიდეო-რგოლების რეჟისურას აკეთებს, ახლა საკუთარი ვიდეო-რგოლი შემოგვთავაზა. სიმღერა ნიკო გომელაურის ლექსზეა დაწერილი, ვიდეო-რგოლში კი ჩვენი დღევანდელი რეალობაა ასახული.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფესტივალის “ექოვეივსი” ლაინ აფი ცნობილია

გარდა მუსიკისა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ აქტივობებს, თეატრალურ, სახელოვნებო, თუ სხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლელო პროექტებს.

რუსთაველი თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გაიმართა

ფესტივალის მიზანი ქართულ და უცხოურ სახელოვნებო პოტენციალის ინტეგრაცია, მსოფლიო მუსიკალური მეგაპოლისების გვერდით თბილისის წარმოჩენას და ჩვენი ქვეყნის ფართო მასშტაბური პოპულარიზაციაა. ამით ფესტივალს წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც რეგიონული კულტურის ცენტრის, იმიჯის გამყარებაში.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90 წლის არის

18 აპრილს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საზეიმო საღამო მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულით იწყება” გაიმართა

სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. პრემიერა კი უფრო ადრე, მოსკოვის ესტრადის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ამა წლის 21 სექტემბერს შედგა.

როგორი იყო მსახიობ ანა ვასაძის გზა წარმატებისკენ, ის მუსიკ ბოქსთან ექსკლუზიურად საუბრობს

მსახიობ ანა ვასაძის წარმატება თეატრალური უნივერსიტეტიდან დაიწყო. პირველი როლი ჩეხოვის „სამი დიდად“, მაშას როლი იყო, რომელიც სადიპლომო ნამუშევრის დროს შეასრულა. ამის შემდეგ კი გზა მარჯანიშვნილის თეატრში გაიკვალა.

რეკლამა