ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის

0
1554

აგერ უკვე 70 წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სააგენტო “მაგნუმ ფოტო” არსებობს და ზუსტად ამდენივე წლიანი აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს მას საქართველოსთან. “მაგნუმ ფოტოს” ფოტოგრაფები, რობერტ კაპა და ჯონ სტენდბეკი კი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, პირველად სტუმრობდნენ ჩვენს თბილისს. მას შემდეგ ამ პრესტიჟული სააგენტოდან ცნობილი ფოტოგრაფები ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით სიამოვნებით ჩამოდიან ხოლმე. ამჯერად ჩვენს დედაქალაქს “მაგნუმ ფოტოს” სრულუფლებიანი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, მარტინ პარი ესტუმრა. თემებიც, რომელსაც ფოტოგრაფი ირჩევს, იმ ნიშნით გამოირჩევა, რომ მისი შემოქმედება განგრძობით სერიებს მოიცავს და უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია. ამ მიდგომის, მისი სტილისა და თემების არჩევანის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია, მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის. მატინ პარი, რომელიც უკვე მესამეჯერ იმყოფება საქართველოში, თბილისის შესახებ კატალოგს შექმნის, საქართველოს საპატიო სტუმრის ნამუშევრები კი ქვეყნის პავილიონში გამოიფინება. შეგახსნებთ, რომ ცნობილი ფოტოგრაფი თბილისს 11-დან 16 ივნისამდე სტუმრობს. ასევე, წიგნის, „თბილისი მარტინ პარის მიერ“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფის თბილისში გადღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ ერთ ცნობილ გამომცემლობასთან prestel publishing-თან თანამშრომლობით მიუჰენში გამოიცემა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას მაგნუმ ფოტოს საჩუქრად გადასცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს უკვე საქართველოს დედაქალაქში შეეძლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here