გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. კონცერტი, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა

0
2075

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, ამჯერად ჩვენი დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერლის, გიო ხუციშვილის. ამ ადამიანზე ბევრის თქმა შეგვიძლია, თუმცა პირველი არის, რომ ის დიდს თუ პატარას ერთნაირად უყვარს და მისი სიმღერები ყველამ ზეპირად იცის. ის ყველასთვის უბრალოდ გიოა, გიო, რომელსაც უყვარს თავისი მსმენელი, ხალხისგან კი ის მუდმივად სიყვარულს გრძნობს. ამის დასტური ფილარმონიაში შეკრებილი უამრავი ადამიანი იყო, რომლებიც მომღერალს ფეხზე სამჯერ წამოუდგნენ და მასთან ერთად ეს დიდი სიხარული იზეიმეს. მოკლედ, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ უკვე გიო ხუციშვილის ვარსკვლავიც გაიხსნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here