გიორგი ჩიქოვანის ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ვიდეოსთან ერთად ახლახან გამოვიდა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა. გიორგის ახალი ნამუშევარი ძალიან მელოდიური და სასიამოვნოდ მოსასმენი სიმღერაა.
გიორგიმ თავად განათავსა კლიპი სოციალურ ქსელში და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მის შექმნაში დაეხმარა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, სიმღერა მას ეკუთვნის:
“დაიდო დაპირებული სიმღერა. სიმღერის ავტორი თავად გახლავართ. ტექსტზე იმუშავეს Gio UtaUta და Niko Javakhishvili-მა , არანჟირება გაკეთდა პაატა ფაცურიასთან,, ვიდეოზე იმუშავეს დიმა კონჯარიამ და გიორგი ტყებუჩავამ. გიტარის სოლოს ასრულებს ბექა მესტვირიშვილი. სპეციალური მადლობა გადაღებებზე დახმარებისთვის Maria Gerliani! ამ ნიჭიერ ხალხთან ერთად შევეცადე, ხარისხიანი პროდუქტი შემექმნა ❤. ნახეთ, შეაფასეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები!”