ქართული სიმღერა ქართველ მსმენელში განსაკუთრებულ ემოციასა და განწყობას იწვევს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ყველაზე ეროვნული და სახალხო მეგა შოუ „მხოლოდ ქართული“ კი უკვე დაიწყო. შესარჩევი ტურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა, სადაც ჟიურის წევრებმა: მუსიკათმცოდნე – მარინა ბერიძემ, ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა და მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ 10 საუკეთესო მონაწილე შეარჩიეს და ათეულიც გამოავლინეს. ახლა კი მონაწილეები უკვე ახალ ეტაპზე გადავიდნენ, სადაც მათ ბედს მაყურებელი ხმის მიცემის პრინციპით გადაწყვეტს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველი ლაივ კონცერტი უკვე გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა სიმღერები ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის რეპერტუარიდან შეასრულეს.
December 4, 2018 / 9:35 pm
„ოქროს ტალღიდან“ პროექტ „მხოლოდ ქართულამდე“. რა გზა გაიარა ლუკა ჭოხონელიძემ და რა გეგმები აქვს
"მხოლოდ ქართულის" მონაწილე, თამთა ხუხუნაიშვილი პროექტის შესახებ და მის სამომავლო გეგმებზე
"მხოლოდ ქართულის" მონაწილე ნინი შონია: „დედა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია“
გიორგი ძოწენიძეს "მხოლოდ ქართულში" კონკურენტების არ ეშინია