“Elite Model Look Georgia 2018”-ის ნაციონალური კასტინგი 1 ივლისს ჩატარდება

0
2161

გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარზე წარმატებული გზის შექმნა, სწორედ ეს არის “ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას” მთავარი მიზანი. ამ მიზნის გარშემო “ice model management” უკვე მეთორმეტედ ატარებს ელიტის კონკურსს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი გახლავთ. ამ კონკურსის წყალობით უკვე არაერთი გოგონა და ვაჟი გამგზავრებულა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, იქ სადაც მოდის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მოდელებს საშუალება აქვთ, საერთაშორისო ბაზარზე თავი ამაყად დაიმკვიდრონ. კოსკურსის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას და რაც მთავარია, გახდენენ პროფესიონალები, რათა დაიკავონ ადგილი ისეთ ცნობილ ტოპ მოდელებს შორის, როგორებიც არიან: ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი და ჟიზელ ბუნდჰენი. “ელიტ მოდელ ლუქის” შესარჩევი ქასთინგი 1 ივლისს, თბილისში სავაჭრო ცენტრ “ჯითისიში” ჩატარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here