როგორ გამოიყურებოდნენ “ოქროს ტალღის” წითელი ხალიჩაზე ქართველი ცნობილები

0
2578

წითელი ხალიჩა და „ივენთ ჰოლში“ მიღება დიჯეის ჰანგებისა და ალკოჰოლური სასმლის ფონზე, პოზირება „ოქროს ტალღის“ ბანერების წინ – დაჯილდოების წინ მსუბუქი დასაწყისი აღმოჩნდა. ცხრა საათისთვის სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებული გახლდათ, მალევე ორკესტრის სრული შემადგენლობა სცენაზე გამოვიდა, საკუთარი ადგილები დაიკავა და მას შემდეგ, რაც „ფორტუნას“ 20-წლიანი ამბავი რამდენიმე წუთში ჩატეულ სიუჟეტში მოგვითხრეს, საღამოს წამყვანებმა, ნიკა კაციამ და ნია მოძმანაშვილმა გახსნეს რამდენიმესაათიანი უწყვეტი მარათონი, სადაც ერთმანეთს ცვლიდნენ ღონისძიების მონაწილეები, სტეფანე, ნინა სუბლატი, „შვიდკაცა“, ნანი ბრეგვაძე, რომლებიც კომპოზიციებს ორკესტრთან ერთად ასრულებდნენ, მეორე მხრივ კი წამყვანები, ჟიურის სხვადასხვა წევრთან ერთად, იწვევდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, რომლებიც ჯილდოთი გახარებას ჯერ კიდევ დარბაზიდან იწყებდნენ და სცენაზე ასრულებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here