ბევრი ექსკლუზივი და სხვადასხვა რეცეპტები ჟურნალი “კულინარტისგან”

0
3630

ქეთა შათირიშვილის “სცენის სურნელი”, დათუნა ალადაშვილის “კოქტეილები”, ბასა ფოცხიშვილის “ვაგონი მიქრის” და კიდევ სხვა სათაურების მიღმა მოქცეული ქართველი სელებრითები, ექსკლუზიური ინტერვიუებითა და სტატიებით, ამჯერად უკვე „კულინარტის“ ზაფხულის თვის ნომერში შეგიძლით იხილოთ და წაიკითხოთ. ჟურნალის კონცეფცია ქართულ ბაზარზე არსებული სხვა პრიალა ჟურნალების კონცეფციისგან განსხვავებულია. ახალი რუბრიკები და ახალი ბლოგები მთლიანად მორგებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ გემრიელი საჭმლის დაგემოვნება და ასევე, მომზადებაც. ერთი სიტყვით, „კულინარტი“ ეს არის ჟურნალი გურმანებისთვის. ზაფხულის ნომერი კი კიტრის კვირეულს ეხმიანება, ჟურნალში მკითხველს კიტრისგან დამზადებული კოქტეილების და სხვადასხვა რეცეპტების წაკითხვის შესაძლებლობა აქვთ. ახალი ნომრის გარე ყდას კი მსახიობი ქეთა შათირიშვილი ამშვენებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here