“ნოკი” მომხმარებლებს საცურაო აუზების და სპას პროექტირებას, მონტაჟსა და მოვლის სერვისს სთავაზობს

0
2695

კომპანია “ნოკი” მომხმარებლებს საცურაო აუზების და სპას პროექტირებას, მონტაჟს და მოვლის სერვისს სთავაზობს. მათი ისტორია ორ ათწლეულზე მეტს მოიცავს, ამ დროის განმავლობაში უამრავი კერძო და კორპორატიული შეკვეთა განახორციელეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ “ნოკის” დახმარებით თქვენ აგარაკზე, ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას შეგიძლიათ აუზის პროექტირება და მონტაჟი. რაც შეეხება მასალებს, “ნოკი” იყენებს ევროპულ მასალასა და წყლის მოვლის საშუალებებს. წყლის მოვლის საშუალებები კი გერმანული წარმოებისაა, დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების დროს აუცილებელი პირობები, ასევე მკაცრად კონტროლდება ვარგისიანობა. გარდა ამისა, “ნოკი”-ში სხვადასხვა სახის აქსესუარები და სპაც არის წარმოდგენილი, მათ შორის, სპა “ფლეჟარი” და სპა “რივაინდი”, რომელთაც აქვთ სამასაჟე ფუნქცია, ლედ განათება, წყლის გამწმენდი ოზონირების სისტემა და კიდევ სხვა უამრავი ფუნქცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here