აჩიკო სოლოღაშვილი რეჟისორის ამპლუაში და ეკა დემეტრაძე ფრანგი გოგონას როლში

0
1960

მიუზიკლი Welcome to Georgia უცხოელი ტურისტებისთვის იდგმება. რეჟისორის ამპლუა აჩიკო სოლოღაშვილმა მოირგო, მთავარი როლის შემსრულებელი კი ეკა დემეტრაძე გახლავთ. მიუზიკლის იდეის ავტორი ნათია ამირიძეა, სცენარის ავტორები კი ირაკლი კაკაბაძე და რატი წეროძე არიან. სპექტაკლი ინგლისურენოვანია და ის ორ მოქმედებადაა დაყოფილი. მიუზიკლის პრემიერა უახლოეს დროშია დაგეგმილი, მარტში, კვირაში ერთხელ მუსიკომედიის თეატრში კი კომერციული ჩვენებები დაიწყება. მსახიობ ეკა დემეტრაძეს არასდროს უმუშავია პროექტზე, სადაც აჩიკო იქნებოდა რეჟისორი. ის მთავარ, ფრანგი გოგონას, ჟულის როლს ასრულებს, რომელსაც ქართველი ბიჭი შეუყვარდება, მისი პერსონაჟი შეყვარებულს საქართველოში ჩამოჰყავს და კახეთში ოჯახის გასაცნობად ეპატიჟება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here