ნიკა ვაჩეიშვილი: „ვისაც სუხიშვილების ცეკვა გეუცხოვებათ, ნახეთ „დავითის როკვა“

0
1810

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ბეთანიაში გადაღებული ფრესკის ფოტოც ახლავს თან. როგორც საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი და ხელოვნებათმცოდნე წერს, ამ პოსტს მათთვის აქვეყნებს, ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია ეუცხოვება.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აღნიშნავს:

„ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი, მისი სამოსიც ძალიან ჰგავს დღეს „ახალშექმნილ“ მიმოხვრას.

ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ „ახალი“ და ამიტომაც „მიუღებელი“ გვგონია, ძველადაც ყოფილა და ეს მუდმივი „ძველახლობა“ ხშირად ტრადიციაა.

ამიტომაც მომწონს სუხიშვილები – ძერწავენ ახალს, ზოგჯერ ძველი მასალით. ძალიანაც კარგი 🙂

ფოტოზე:

ბეთანია, სამხრეთის სარკმლებსშორისი მონაკვეთი. დავითის ცეკვა.

ფოტოსთვის მადლობა ქ-ნ ლელა ჭუმბურიძეს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here