ბათუმელი მერლინ მონრო, გვანცა ოსიყმაშვილი გუშინ “X ფაქტორს“ გამოეთიშა. ლელა წურწუმიას ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გვანცა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს და კრიტიკოსებს პასუხობს.
“ჩემი პასუხი ყველას გამოხმაურებაზე!!! აუცილებლად მინდა ასე ერთიანად და ხმამაღლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ… ჯერ ერთი, უღრმესი მადლობა ყველას თქვენ, ასე რომ გამილმაზეთ დროის ეს მონაკვეთი, რომელიც მე პროექტში გავატარე! რა თქმა უნდა, მე ვაგრძელებ სიმღერას (იმის რაც ჩემია).. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოსვლას, მე არ მომისმენია, ალბათ ვერც მოვუსმენ… რაც არ უნდა ძლიერი ვყოფილიყავი ამ ჟანრში, ამ სიმღერას ვერ ვიმღერებდი გამართულად, გემრიელად, აუღელვებლად.. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც არის და იქნება ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე ის დავკარგე !!! ძალიან არ ესიამოვნება ბევრ ადამიანს ამის წაკითხვა და მაპატიეთ თუ რამეს გახსენებთ არასასიამოვნოს… მე ვარ ამაყი , რომ გული არ გამისკდა და ბოლომდე გავუძელი ამ ემოციებს… არავითარ შემთხვევაში არ ვიმართლებ თავს და არ ვითხოვ თანაგრძნობას, უბრალოდ , მარტივად მე ვარ ბედნიერი, რომ დავიმსახურე ამდენი სითბო… ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას .. თუ არ დაგეზარათ ამ ტექსტის წაკითხვა მაგისთვისაც მადლობას გიხდით… არ ვკითხულობ არც ერთ კომენტარს… არ ვღებულობ არც ერთ შენიშვნას … მე შენ მიყვარხარ !!!” – წერს გვანცა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
May 23, 2017 / 2:38 pm
ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე, რომელიც არ მალავს, რომ რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, „პრაიმშოუს“ ესტუმრა. მან მაყურებელს მოუთხრო იმის შესახებ, რომ ცხვირის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მისი გადადება მიშა ცაგარელის რჩევით გადაწყვიტა. ქეთო თოფურიძე: „ძალიან საინტერესოა ჩემი ამბავი, რომელიც მიშა ცაგარელს უკავშირდება. დაბადების დღე მაქვს პირველ მაისს და დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით […]
ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საკუთარი თვისებების შესახებ ვრცლად ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს. როგორც ცნობილი სახე აღნიშნავს, მთელი ცხოვრება მოგების წყურვილი ამოძრავებს: „ეს აზარტია. მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს. ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი – ნაკლებად. ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი – აი, ამ […]
ეკა კვალიაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. მან ისაუბრა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ჰიტი რუსა მორჩილაძემ მას შესთავაზა შესასრულებლად. რატომ განაცხადა უარი მომღერალმა კოლეგის სიმღერის შესრულებაზე, ეკა კვალიაშვილმა სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა: „ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. […]
სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]
მოგეხსენებათ, 20 ივნისს მთაწმინდის პარკში რადიოჰოლფინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართა „ოქროს ტალღა“, წლის სიმღერის დაჯილდოვება. საუკეთესო შემსრულებელ ქალად სოფო ნიჟარაძე დასახელდა, ხოლო სტეფანემ ორი ჯილდო მიიღო, ის გახდა რადიო „ფორტუნას“ რჩეული და ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც, წლის სიმღერის ტიტული მის კომპოზიციას „დამიბრუნდი“ ერგო და მას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ 5000-ლარიანი ჯილდო გადაეცა. „იქს ფაქტორის“ ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა […]
ამ ყველაფერთან და კავშირებით გიორგიმ "Music Box"-თან ისაუბრა და თან მისი რჩეულიც, თამთა ჯობავა, ინტერვიუსთვის საგულდაგულოდ მორთულ-მოკაზმული მოიყვანა. ინტერვიუს დროს ბევრ საიდუმლოსა თუ ჭორ-მართალს ავხადეთ ფარდა და გაირკვა, რომ ნინო ადამაშვილი, "მის მკერდის" დამფუძნებელი, "X Factor"-სა და "იღბლიან ბორბალზეა" განაწყენებული და მათ "ცრუ მის მკერდის მოდელების“ გამოყენებაში ადანაშაულებს.
„იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. პროექტს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ოთო ღურწკაია და „თი ბლუზ ბენდი“ გამოეთიშა. ოთო აუტსაიდერებში სოფო საჟინიანთან ერთად მოხვდა. საჟინიანი პროექტში გიორგი გაბუნიას გადამწყვეტი ხმის მიცემის შემდეგ დარჩა.
„I Love The Lord“ მუსიკის მოყვარულებს ვიტნი ჰიუსტონის შესრულებით აქვთ მოსმენილი. გოსპელის ჟანრში ეს სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. „იქს ფაქტორის“ ახალ გამოშვებაში ის პროექტის ფავორიტმა, მაგდა ვასაძემ არაჩვეულებრივად შეასრულა. მაგდას შესრულებას ყველა მენტორი ფეხზე წამოუდგა, სოფო ნიჟარაძის გარდა. სოფომ მოგვიანებით თქვა: „არ აქვს მნიშვნელობა, ვზივარ თუ ვდგავარ, ცოტა სკამზე დამაჭედა… რა ვიცი, რა […]