“ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს“ – გვანცა ოსიყმაშვილი

0
2401

ბათუმელი მერლინ მონრო, გვანცა ოსიყმაშვილი გუშინ “X  ფაქტორს“ გამოეთიშა. ლელა წურწუმიას ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გვანცა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს და კრიტიკოსებს პასუხობს.

“ჩემი პასუხი ყველას გამოხმაურებაზე!!! აუცილებლად მინდა ასე ერთიანად და ხმამაღლა გითხრათ, რასაც ვფიქრობ… ჯერ ერთი, უღრმესი მადლობა ყველას თქვენ, ასე რომ გამილმაზეთ დროის ეს მონაკვეთი, რომელიც მე პროექტში გავატარე! რა თქმა უნდა, მე ვაგრძელებ სიმღერას (იმის რაც ჩემია).. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოსვლას, მე არ მომისმენია, ალბათ ვერც მოვუსმენ… რაც არ უნდა ძლიერი ვყოფილიყავი ამ ჟანრში, ამ სიმღერას ვერ ვიმღერებდი გამართულად, გემრიელად, აუღელვებლად.. ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც არის და იქნება ჩემი ტკივილი, იმიტომ რომ მე ის დავკარგე !!! ძალიან არ ესიამოვნება ბევრ ადამიანს ამის წაკითხვა და მაპატიეთ თუ რამეს გახსენებთ არასასიამოვნოს… მე ვარ ამაყი , რომ გული არ გამისკდა და ბოლომდე გავუძელი ამ ემოციებს… არავითარ შემთხვევაში არ ვიმართლებ თავს და არ ვითხოვ თანაგრძნობას, უბრალოდ , მარტივად მე ვარ ბედნიერი, რომ დავიმსახურე ამდენი სითბო… ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას .. თუ არ დაგეზარათ ამ ტექსტის წაკითხვა მაგისთვისაც მადლობას გიხდით… არ ვკითხულობ არც ერთ კომენტარს… არ ვღებულობ არც ერთ შენიშვნას … მე შენ მიყვარხარ !!!” – წერს გვანცა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

https://www.youtube.com/watch?v=6hERGG7nhG4

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here