ერმალო მაღრაძის ტრილოგიის ბოლო ნაწილი ეკრანებზე 27 მარტს გამოდის

0
1513

27 მარტს, რეჟისორ ერმალო მაღრაძის ტრილოგიის ბოლო ნაწილის პრემიერა შედგება. ახალ ფილმს „შემოქმედი“ ჰქვია. მაყურებელი მას კინო „რუსთაველის“ დიდ დარბაზში იხილავს, ფილმის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, რეჟისორის თაყვანისმცემლებს მასთან შეხვედრის საშუალება საღამოს შვიდის საათიდან ექნებათ.

ერმალოს ბოლო ნამუშევარი ადამიანთა მანკიერ მხარეებს გვიჩვენებს და ღმერთთან სიახლოვისკენ მოუწოდებს მაყურებელს.

ფილმში მთავარ პერსონაჟს დათო კამკამიძე განასახიერებს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here