ექსკლუზივი – შალვა რამიშვილი “იმედზე“ პოლიტიკურ თოქშოუს იწყებს

ექსკლუზივი – შალვა რამიშვილი “იმედზე“ პოლიტიკურ თოქშოუს იწყებს

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების წინ “იმედი“ პოლიტიკური თოქშოუს გარეშე არ დარჩა. “იმედის კვირის“ და ინგა გრიგოლიას “რეაქციის“ დახურვის შემდეგ, შალვა რამიშვილი “იმედზე“ მალე ახალ პოლიტიკურ თოქშოუს დაიწყებს. ამის შესახებ სანდო წყაროდან შევიტყვეთ.

გადაცემა ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში. რაც შეეხება “შალვა რამიშვილის შოუს“, მას ტელესახე მსახიობ ილო ბეროშვილს გადაულოცავს. შეგახსენებთ, ილოს შოუში ახლაც აქვს თავისი რუბრიკა, თუმცა გადაცემას თავად გადაიბარებს და გაუძღვება.

რასაკვირველია, ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ტელეჟურნალისტს დავუკავშირდით.

შალვა, მართალია, რომ ახალ პოლიტიკურ თოქშოუს ამზადებ “იმედის“ ეთერში?

შალვა რამიშვილი:

– ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ვიცით, რომ შენს შოუს ილო ბეროშვილი გადაიბარებს.

– კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე კომენტარზე უარს ამბობს, წყარო დადასტურებით გვეუბნება, რომ პოლიტიკური ხასიათის გადაცემას შალვა რამიშვილი “იმედის“ არხზე უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს.

სიახლეები/

|

October 6, 2015 / 1:08 pm

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ფოტოები: ვერიკო ტურაშვილმა გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომელიც შვილს მიუძღვნა

ახლხან მომღერალი ვერიკო ტურაშვილი განსხვავებულ, დიზაინერის ამპლუაში ვიხილეთ. მან გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოსესიაც გედა დარჩიამ გადაიღო. პატარებისთვის შექმნილი სამოსის ხაზი ძირითადად კაბებს აერთიანებს. ვერიკო ამ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ვერიკო ტურაშვილი: ამ ყველაფერს ჯერჯერობით არცთუ სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილის, ნატაშკას ინსპირაციით შევქმენი მცირე კოლექცია, რომელშიც 10 კაბა გაერთიანდა. ამ საქმეში პარტნიორთან, ეკა მგალობლიშვილთან […]

ვიდეო: ერეკლე დეისაძემ „დიდი სცენა“ სიმღერით „რაც მამას უნდა“ გახსნა

ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს „დიდი სცენა“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. მან გუშინდელ ლაივზე სცენა თავად დაიკავა და შეასრულა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „რაც მამას უნდა“. ნომერს შესაბამისი ეკრანული გაფორმება ახლდა თან. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს სიმღერა მიუძღვნა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა თავსი რჩეულს, ანი ბებიას ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა. ის „მთავარი არხის“ დილის ეთერში ეწვია ანის, რომელსაც თავისი რუბრიკა მიჰყავს და კლავიშის აკომპანემენტის თანხლებით, მისთვის კომპოზიცია My Funny Valentine შეასრულა. შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ორსული ანი ბებია არაჩვეულებრივად გამოიყურება. (ვიდეო)

ანი ბებია: „ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია…“

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ორი წელია, ერთად არიან, მაგრამ როგორც ანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ჰგონია, რომ დიდი ხანია, ერთად არიან. „მე და ილომ ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ერთად ვართ. ილო ჩეთვის გმირია. რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს […]

ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის ამბით ჟურნალი „სარკე“ დაინტერესდა. როგორც მსახიობები გამოცემასთან აღნიშნავენ, ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი აქვთ. ილოსაც და ანისაც აქვთ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ილო მეუღლეს, ნელიკო აგირბას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ხოლო ანი ბებია ქმარს, კახა ხუციშვილს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში ილო გამოჩნდა… ანი: რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. […]

ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა საკუთარი დაქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყვეს

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ბოლო პერიოდია, ერთად არიან. შეყვარებულები გრძნობებს აღარ მალავენ. ისინი ერთად გადაღებულ ან ერთმანეთის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ანი ბებია მაყურებლისთვის სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა ცნობილი, ხოლო შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ითამაშა აფთიაქის თანამშრომლის როლი. მისი პერსონაჟით ილო ბეროშვილის გმირი, შავლეგო მადლიანი დაინტერესდა, თუმცა მათი სასიყვარულო ხაზი […]

„იქს ფაქტორი“ „იმედზე“ იწყება – შოუ კასტინგს აცხადებს

„ნიჭიერის“ და „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ შემდეგ „იმედი“ „იქს ფაქტორს“ იწყებს. შოუ კასტინგს აცხადებს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და სურს, საკუთარი ტალანტი დიდ აუდიტორიას გააცნოს. შოუს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია: „X ფაქტორის კასტინგები იწყება❗️❗️❗️ 🎙️ თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა – იქს ფაქტორი გელით იმედზე! 🎉 27 და 28 იანვარს, […]

რეკლამა